მოკლეს თუ თავი მოიკლა სუს-ის მაღალჩინოსანმა, რომელსაც მღვდლებზე ფარული თვალთვალი ჰქონდა დავალებული - საეჭვო გარემოებები
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მესამე სამმართველოს ერთ-ერთი შეფის, აკაკი ნემსაძის დედა დუმილს "შაბათის ეთერთან" არღვევს.
ნემსაძის გვარი ერთი წლის წინ მთელმა საქართველომ მაშინ გაიგო, როდესაც ინტერნეტში მღვდლების მონაზვნების, ბერების და სტიქაროსნების პირადი ცხოვრების თვალთვალის 58 ათასი ფაილი აიტვირთა. ნემსაძე იმ სამსახურს ხელმძღვანელობდა, ვინც სასულიერო პირების გადაადგილებას აკონტროლებდა. ერთი წლის წინ, საიდუმლო სამსახურის სტაჟიანი თანამშრომლის სიკვდილი და ფაილების გასაჯაროება ერთმანეთს დაუკავშირეს.
შვილმკვდარი დედა ამბობს, რომ პოლიცია საქმის ობიექტურად გამოძიებისთვის არაფერი გაუკეთებია. ნაზი გრძელიძე დარწმუნებულია, რომ საიდუმლო სამსახურის თანამშრომელი, რომელმაც "ქართული ოცნების" ხელისუფლების ყველზე მძიმე დანაშაულების შესახებ ყველაფერი იცოდა, უბრალოდ მოიშორეს.
აკაკი ნემსაძის ცოლი "შაბათის ეთერთან" ამბობს, რომ 2021 წლის 8 ივლისს, დილით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსანს, სამსახურში წასვლის წინ მოულოდნელად მესიჯი მოვიდა, ამბობს, რომ როდესაც წაიკითხა უკიდურესად აღელდა. 9 ივლისს კი ოჯახმა გაიგო რომ ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი იყო. ნემსაძის ოჯახი აცხადებს, რომ სუს-ის მაღალჩინოსნებმა პირველივე წუთითან უთხრეს, რომ კაცმა თავი მოიკლა და ამის მიზეზიც ჰქონდა.
თვითმკვლელობის ვერსიას, საეჭვო მოწმეები, კამერის გამქრალი ჩანაწერები და დაკარგული ნივთმტკიცებები თავდაყირა აყენებს.
სუიციდის ვერსიას შინაგან საქმეთა სამინისტრო 45 წლის ანა თაქთაქიშვილის ჩვენებით ამყარებს, ქალი შემთხვევის ადგილიდან 200 მეტრში ცხოვრობს. ის ჩვენებაში წერს, რომ დილით ადრე გაიღვიძა და საძინებელ ოთახში იყო, გაიგო არა მხოლოდ გასროლის ხმა არამედ დაინახა, როგორ დაეცა ნემსაძე.
საინტერესოა, იმ სახლის დიასახლისის კომენტარი, რომლის საცხოვრებლის ღობის ბოლოში ნახეს ცხედარი. ქალი ამბობს, რომ იმ დღეს დილით ადრე გაიღვიძა, ფანჯრები ღია ჰქონდა, მაგრამ არც გასროლის ხმა გაუგია და არც თვითმკვლელობა დაუნახავს.
საგამოძიებო უწყებამ გეხტმანის ქუჩაზე არსებული რამდენიმე სათვალთვალო კამერიდან მხოლოდ ერთის ჩანაწერი ამოიღო, ვოდეო მასალაში ჩანს, რომ საიდუმლო სამსახურის თანამშრომელს, მთავარი მოწმის ჭიშკართან არ გაუვლია. ანუ კამერის ჩანაწერი და ოქროს მოწმის" ჩვენება ერთმანეთან წინააღმდეგობაში მოდის.
კითხვებს აჩენს გასროლის ტრაექტორია და დისტანციაც - აკაკი ნემსაძეს სასიკვდილო ჭრილობა მარცხენა უკანა მხრიდან თავსი არეში აქვს მიყენებული, ამ ტრაექტორიით გასროლა კი მხოლოდ მემარცხენე ადამინს შეუძლია, ნემსაძე კი ცაცია არ იყო.
მკვლელობის ვერსიას ამყარებს სროლის დისტანციაც - აკაკი ნემსაძის ცხედრის ფოტოების დათვალიერების დროს -ადვოკატებმა მიბჯენით სროლა კატეგრიულად გამორიცხეს. ნემსაძის ხელზე და ტანსაცმელზე ექსპერტებმა ვერც დენთის კვალი იპოვეს. წესით ამ კითხვაზე პასუხი ექსპერტიზას უნდა გაეცა, რომელის დასკვნას ერთი წელი და სამი თვეა არ არსებობს. ოჯახმა მიიღო ინფორმაცია რომ ექსპერტი რომელსა დასკვნა უნდა დაეწერა, მოულოდნელად გარდაიცვალა.
ვრცლად ნახეთ მარიამ გაფრინდაშვილის რეპორტაჟი