4 წლის შემდეგ აფეთქებული სკანდალი - როგორ დააშანტაჟა ბიძინა ივანიშვილმა ქვეყნის მთავარი მოსამართლე?

24.09.22 22:00
4 წლის შემდეგ აფეთქებული სკანდალი - როგორ დააშანტაჟა ბიძინა ივანიშვილმა ქვეყნის მთავარი მოსამართლე?

როგორ დააშანტაჟა ბიძინა ივანიშვილმა ქვეყნის მთავარი მოსამართლე? - "შაბათის ეთერმა" ექსკლუზიურად მოიპოვა ფაქტები და გარემოებები, რომელიც ადასტურებს, რომ ნინო გვენეტაძეს შეთქმულება მოუწყვეს. 

სუს-ის ყოფილმა შეფმა, სოსო გოგაშვილმა "შაბათის ეთერს" მიაწოდა საიდუმლო გეგმის ყველა დეტალი, რომლის მონაწილე, მისივე თქმით, თავადაც იყო. მისი თქმით, გვენეტაძის განეიტრალების საიდუმლო ოპერაცია 2018 წელს დაიწყო. 

"ტვ პირველისთვის" მოწოდებული ინფორმაციით, ამ საიდუმლო ოპერაციაში მთავარი როლი, ერთ დროს ნინო გვენეტაძის მარჯვენა ხელს, თინათინ ბეჟუაშვილს ეკავა.  ბეჟაშვილი ნინო გვენეტაძის გადადგომამდე, ერთი რიგითი საჯარო მოხელე იყო, საშუალი სტატისტიკური ხელფასით.  ახლა ის ერთ-ერთი მდიდარი ადამიანია. ფეშენებელური სახლით საგურამოში, 2945 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთით თიანეთში, აპარტამენტით ბაკურიანში და ბოლო მოდელის ავტომობილით. 

ირკვევა, რომ სასამართლოს მენეჯერი, რომელმაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეზე ყველაფერი იცოდა, მოულოდნელად ნინო გვენეტაძემ სამსახურიდან გაუშვა.  სამსახურიდან გათავისუფლებულმა თანაშემწემ მიხეილ ჩინჩალაძის გარემოცვას უთხრა, რომ ნინო გვენეტაძემ მოსამართლეების სასურველ კანდიდატებს საგამოცდო ტესტების პასუხები წინასწარ გაუგზავნა. 

გოგაშვილი ამბობს, რომ მიხეილ ჩინჩალაძემ ტესტების სკანდალის შესახებ დაუყონებლივ აცნობა ბიძინა ივანიშვილს. სასამართლო კლანის შეფის მოთხოვნით ჩაინიშნა თათბირი მოდულში. გოგაშვილის მონათხრობით, მაგიდასთან ერთად ისხდნენ მიხეილ ჩინჩალაძე, ვახტანგ გომელაური, შალვა თადუმაძე და ირაკლი შოთაძე. ბიძინა ივანიშვილი კი შეხვედრაში ვიდეო ზარით მონაწილეობდა. 

,,ჩინჩალაძემ დააყენა საკითხი, რომ ადამიანი რომელიც ფლობდა ინფორმაციას და დოკუმენტებს, რომელიც დაადასტურებდა გვენეტაძის ბრალეულობას, იყო ვინმე თინათინ (თიკა) ბეჟაშვილი, რომელიც გვენეტაძემ სამსახურიდან გააგდო. საჭირო იყო ამ ადამიანის ნახვა, რომ განცხადება შეეტანა პროკურატურაში. თათბირის ბოლოს, ივანიშვილმა მოგვცა გეგმა შესასრულებლად. ჩვენს სამსახურს უნდა ეწარმოებინა მოლაპარაკება ბეჟაშვილთან და დაეთანხმებინა საჩივრის შეტანაზე"- აცხადებს გოგაშვილი. 

მამხილებლის მონათხრობით, სუს-ის თანამშრომლები,  ნინო გვენეტაძის მარჯვენა ხელთან კავშირზე მალევე გავიდნენ. გეგმის თანახმად, ირაკლი შოთაძეს, რომლიც იმ დროისთვის გადაყენებული პროკურორი იყო, ამბავი უზენაესი სასამართლოს მოქმედ თავმჯდომარემდე  უნდა მიეტანა და ეთქვა რომ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა იწყებოდა - საქმის დასალაგებლად კი  უმჯობესი იქნებოდა,  კავშირზე ივანიშვილთან გასულიყო. 

საქართველოს ყოფილი პროკურორი შალვა თადუმაძე "შაბათის ეთერს" უდასტურებს, რომ ნინო გვენეტაძის წინააღმდეგ, სარჩელი ნამდვილად სასამართლოს მენეჯერმა, თინათინ ბეჟაშვილმა შეიტანა. 

გოგაშვილის მტკიცებით, ნინო გვენეტაძე ბიძინა ივანიშვილთან ჩავიდა და დახმარება სთხოვა. სუს-ის დაპატიმრებული შეფის მონათხრობის მიხედვით, ივანიშვილმა გვენეტაძეს პირობა მისცა რომ დაეხმარებოდა. მაგრამ ისიც უთხრა, რომ იმ შემთხვევაში თუ თადუმაძე საქმეს ვერ "ჩაფარცხავდა",  რაღაც სხვა უნდა ეღონათ. 

პატიმრისვე მტკიცებით, გვენეტაძემ თინა ბეჟაშვილთან მოლაპარაკებების დაწყება, დამოუკიდებლადაც სცადა. 306-ე საკნიდან მიღებული გზავნილის მიხედვით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ დახმარება ქაშუეთის ეკლესიის მოძღვარს, მამა ელიზბარს სთხოვა. ქვეყნის მთავარი მოსამართლე აღსარებას სწორედ მას აბარებდა. თინათინ ბეჟაშვილიც მამა ელიზბარის სულიერი შვილი იყო.

მამა ელიზბარი ადასტურებს, რომ ნინო გვენეტაძის თხოვნით თიკა ბეჟაშვილს მოსამართლის თხოვნა ნამდვილად გადასცა.  მას შემდეგ რაც სუს-მა გაიგო, რომ გვენეტაძის ჩამოშორების სპეცოპერაცია, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა დაგეგმა, ჩავარდნისთვის იყო განწირული, განგაში გამოცხადდა, რადგან გაჩნდა განცდა, რომ მღვდელი ბეჟაშვილს ნინო გვენეტაძის წინააღმდეგ ჩივილს გადააფიქრებინებდა, სუსში კიდევ ერთი თათბირი ჩაინიშნა.

მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მეორე თათბირი გვენეტაძის ჩამოსაშორებლად, ისევ მოდულის შენობაში ჩატარდა. ივანიშვილი მოდულს, შეკვეთილიდან ჩაერთო, ხოლო შოთაძე თურქეთიდან, ეს ხდებოდა 2021 წლის ივლისში. ჩინჩალაძემ კატეგორიულად მოითხოვა, რომ მომხდარიყო იძულება და გვენეტაძე თანამდებობიდან უნდა წასულიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში ის თავად გადადგებოდა. 

,,ბიძინა ივანიშვილმა გვითხრა, რომ 10 წუთში გვეტყოდა, თუ როგორ უნდა მოვქცეულიყავით, რის შემდეგაც შევაჩერეთ თათბირი. ჩენ შევაჩერეთ თათბირი, მან 10 წუთში მართლაც დარეკა და დაგვიდო გეგმა - შოთაძეს გაუგზავნიდა ჩარტერულ რეისს, დაბრუნდებოდა თბილისში, შეხვდებოდა გვენეტაძეს, ეტყოდა, რომ თადუმაძისგან მიიღო ინფორმაცია, რომ ბეჟაშვილი აპირებდა ტელევიზიებში დაჯდომას და ატყდებოდა ძალიან დიდი ამბავი, ურჩევდა ნინოს, რომ სასწრაფოდ შეხვედროდა ივანიშვილს"- აცხადებს გოგაშვილი.  

მამხილებლის მტკიცებით, შოთაძემ გეგმა შეასრულა და შედეგიც დადგა. ნინო გვენეტაძე ივანიშვილს კიდევ ერთხელ შეხვდა. ხანგრძლივი საუბრის დროს, ოლიგარქმა უთხრა, რომ ბეჟაშვილი სუსმა მხოლოდ ერთადერთ დათმობაზე დაითანხმა -  გაჩუმდებოდა, თუ გვენეტაძე გადადგებოდა.

საინტერესოა, რომ ნინო გვენეტაძის გადადგომამდე თიკა ბეჟაშვილს გლდანის ხევში ეს ერთადერთი ბინა ჰქონდა. თუმცა მამხილებელი ციხიდან გვწერს, რომ სუს-მა საიდუმლო ოპერაციისთვის მას, ქართული ოცნების შავი სალაროდან დიდი ფული გადაუხადა.

გვენეტაძის გადადგომიდან 1 თვეში თიკას პენსიონერი დედის სახელზე, ფორმდება 1301 კვადრატული მეტრი მიწა საგურამოში. შემდეგ უკვე 3 ათას კვადრატულამდე მიწის ნაკვეთი ფორმდება თავად თინა ბეჟაშვილზე თიანეთში. ამავე წელს, გვენეტაძის გადადგომიდან მალევე, თიკა ბეჟუაშვილი ტოიოტა ცენტრი თბილისიდან ყიდულობს ამ ავტომობილსაც. 
ჩინჩალაძის კლანს არდამორჩილებული ნინო გვენეტაძის თავიდან მოშორების სანაცვლოდ, თიკა ბეჟაშვილს, ოცნების ხელისუფლებამ სამსახურიც მისცა. მამხილებლის ცნობით, დაასაქმეს მისი ვაჟი შალვა ჯაფარიძეც.

 

 

მსგავსი სიახლეები