2020 წელს სიის შედგენის პროცესი ახლოს არ იყო საკმარის გამჭვირვალობასთან და დემოკრატიის ხარისხთან - მემლია
2020 წელს პარტიის მიერ წარდგენილი საპარლამენტო სიის შედგენის პროცესი ახლოსაც არ იყო საკმარის გამჭვირვალობასა და დემოკრატიის ხარისხთან - განცხადება "ტვ პირველთან" "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ გააკეთა.
მისი თქმით, რეფორმაბის გატარებაა საჭირო. მელია აღნიშნავს, რომ ბოლო 2 საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, სხვადასხვა მიზეზით ენმ-ის სახელით პარლამენტში შესულმა დეპუტტებმა პარტიის რიგები მალევე დატოვეს:
2020 წელს სხვა ოპოზიციური პარტიების წარმოამდგენლობას რომ შევხედე, ის პარტიებიც დატოვეს. არ უნდა მივცეთ შესაძლებლობა არავის, რომ ვიყოთ მოწყვლად მდგომარეობაში. შევდივართ პარლამენტში და შემდეგ 20-30 პროცენტი იკარგება. სიის შედგენის პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე, დემოკრატიის ხარისხით და პარტიის აქტიურმა ამომრჩეველმა იცოდეს მომავალში კრიტერიუმი რისი დაკმაყოფილების შემთხვევაში მას შეუძლია მოიაზროს საპარლამენტო სიაში. 2020 წელს ახლოსაც არ იყო სიის შედგენის პროცესი საკმარის გამჭვირვალობასა და დემოკრატიის ხარისხთან. ეს რომ აღარ განმეორდეს ამ დონეზე არის რეფორმები გასატარებელი“ – ამბობს ნიკა მელია.
ენმ-ს ლიდერმა კონკრეტულ გვარებზე არ ისაუბრა, ვინ შეადგინა სია.