"ეთქვა სიმართლე და წასვლის შემდეგ არ შეშინებოდა" - გოცირიძე ნინო გვენეტაძეზე

25.09.22 13:17
"ეთქვა სიმართლე და წასვლის შემდეგ არ შეშინებოდა" - გოცირიძე ნინო გვენეტაძეზე

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე მოსამართლე ნინო გვენეტაძეს სიმართლის თქმისკენ მოუწოდებს. საუბარია "ნოდარ მელაძის შაბათის" სკანდალურ გამოძიებაზე, რომლითაც დგინდება, რომ  ქვეყნის პირველი მოსამართლის სკამი, რეალურად, სასამართლო კლანის ბოსების გავლენებს შეეწირა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამბობს, რომ გვენეტაძემ სიმამცე უნდა გამოიჩინოს და ყველაფერს ფარდა ახადოს. 

სიმართლე ეთქვა, ერთი პატარა სიმართლე ეთქვა და წასვლის შემდეგ არ შეშინებოდა. მას არაფერი ემუქრებოდა, ის არ იყო ისეთ სფეროში, რომელიც შეიძლება ყოფილიყო რეპრესიის ობიექტი, მაგალიტად ისევე, როგორც გოგაშვილია. ამაზე დიდი პოსტი ქვეყანაში არ არსებობს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობაზე დიდი პოსტი და ეს არის ხელშეუხებელი თანამდებობა. ეტქვა სიმართლე... იმედს დავიტოვებ, რომ ახლა მაინც იტყვის, - ამბობს რომან გოცირიძე. 

"შაბათის ეთერმა" ექსკლუზიურად მოიპოვა ფაქტები და გარემოებები, რომლებიც ადასტურებს, რომ ნინო გვენეტაძეს შეტქმულება მოუწყეს, სათავეში კი ის ქალი აღმოჩნდა, რომელსაც გვენეტაძე ყველაზე მეტად ენდობოდა. 

სასამართლოს მენეჯერმა, რომელმაც უზენაესი სასამართლოს თავმდჯომარეზე ყველაფერი იცოდა, მიხეილ ჩინჩალაძის გამორემოცვას უთხრა, რომ გვენეტაძემ მოსამართლეობის სასურველ კანდიდატებს საგამოცდო ტესტები პასუხები წინასწარ გაუგზავნა.

 საქართველოს ყოფილი პროკურორი შალვა თადუმაძე "შაბათის ეთერს" უდასტურებს, რომ გვენეტაძის წინააღმდეგ სარჩელი ნამდვილად სასამართლოს მენეჯერმა თინათინ ბეჟაშვილმა შეიტანა.

მანამდე ნინო გვენტაძის ბედი მოდულის შენობაში გადაწყდა, სადაც ვახტანგ გომელაური, შალვა თადუმაძე, მიხეილ ჩინაჩალაზე, სოსო გოგაშვილი იმყოფებოდა. შეხვედრას დისტანციურად ბიძინა ივანიშვილი მეთაურობდა. 

 

 

მსგავსი სიახლეები