"სისტემა უსასტიკესად ექცევა რეფორმის მხარდამჭერ ადამიანებს" - ბესელია გვენეტაძეზე

25.09.22 15:23
"სისტემა უსასტიკესად ექცევა რეფორმის მხარდამჭერ ადამიანებს"  - ბესელია გვენეტაძეზე

სასამართლო კლანის მიერ უზენაესი სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეზე ზეწოლას ეკა ბესელიაც ადასტურებს. პარტია "სამართლიანობისთვის" თავმჯდომარე პირდაპირ ამბობს, რომ ნინო გვენეტაძე სისტემამ სასამართლო  რეფორმის მხარდაჭერისთვის დასაჯა.

ეს არის ძალიან მძიმე ისტორია. მე კარგად მახსოვს, ეს ის პერიოდია, როდესაც მე ვარ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე. 2017 წელს ვიდრე ნინო გვენეტაძე გადადგებოდა, დავიწყე ზუსტად აი, ეს საბედისწერო სასამართლო რეფორმის მეოთხე ეტაპი. ამ რეფორმას ნინო გვენეტაძე მხარს უჭერდა, ის არასდროს ყოფილა კლანის წევრი. დაგეგმილი ოპერაცია, რომ ის უნდა წასულიყო  და იძულებული გამხდარიყო გადამდგარიყო, ეს არ იყო ჩემთვის მოულოდნელი. მოულოდნელი იყო ის დეტალები, რომელიც გახდა შემდეგ, მათ შორის, ამ თიკა ბეჟაშვილის როლი. სისტემა, რომელიც როგორც წინა რეჟიმის დროს, ამ ხელისუფლების დროსაც უსასტიკესად ექცევა რეფორმის მხარდამჭერ ადამიანებს და იშორებს მათ გზიდან, - ამბობს ეკა ბესელია. 

"ნოდარ მელაძის შაბათის" სკანდალური  ჟურნალისტური გამოძიებით დადგინდა, რას შეეწირა რეალურად  ქვეყნის პირველი მოსამართლის სკამი. საუბარია უზენაესი სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარე ნინო გვენეტაძეზე, რომელიც, როგორც ჩანს, სასამართლო კლანის ბოსების გავლენებს შეეწირა.  

"შაბათის ეთერმა" ექსკლუზიურად მოიპოვა ფაქტები და გარემოებები, რომლებიც ადასტურებს, რომ ნინო გვენეტაძეს შეტქმულება მოუწყეს, სათავეში კი ის ქალი აღმოჩნდა, რომელსაც გვენეტაძე ყველაზე მეტად ენდობოდა. 

სასამართლოს მენეჯერმა, რომელმაც უზენაესი სასამართლოს თავმდჯომარეზე ყველაფერი იცოდა, მიხეილ ჩინჩალაძის გამორემოცვას უთხრა, რომ გვენეტაძემ მოსამართლეობის სასურველ კანდიდატებს საგამოცდო ტესტები პასუხები წინასწარ გაუგზავნა.

 საქართველოს ყოფილი პროკურორი შალვა თადუმაძე "შაბათის ეთერს" უდასტურებს, რომ გვენეტაძის წინააღმდეგ სარჩელი ნამდვილად სასამართლოს მენეჯერმა თინათინ ბეჟაშვილმა შეიტანა.

მანამდე ნინო გვენტაძის ბედი მოდულის შენობაში გადაწყდა, სადაც ვახტანგ გომელაური, შალვა თადუმაძე, მიხეილ ჩინაჩალაზე, სოსო გოგაშვილი იმყოფებოდა. შეხვედრას დისტანციურად ბიძინა ივანიშვილი მეთაურობდა. 

მსგავსი სიახლეები