"ადამიანი ხელიდან გვეცლება" - მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი სტამბულში თურქ ექიმებს ხვდება
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ერთ საათში სტამბოლში თურქ ექიმებს შეხვდება. შალვა ხაჭაპურიძე უცხოელ მედიკოსებთან მესამე პრეზიდენტის სამედიცინო დიაგნოზებითაა ჩასული. აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის სამინისტრო სამ ექიმს "ვივა-მედში" შესვლის და მესამე პრეზიდენტის გამოკვლევის უფლებას არ აძლევს.
გაფართოვებული სამედიცინო კონსილიუმის შეხვედრა სტამბოლში ზუსტად ერთ საათში დაიწყება. მედიკოსები მკურნალობის პროტოკოლი უნდა შეადგინონ.
ჩემს მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, მისი ავადმყოფობის ისტორია ნატარგმნი, ჩვენ კარგა ხანა ეს ნათარგმნი გვაქვს, ჩამოვიტანო აქ, თურქეთში, სადაც შედგება კონსილიუმი და ამ ექიმებთან გავიარო კონსულტაციები, რა სჭირს ამ პიროვნებას. კერძოდ, საუბარია, რომ ყოველდღე იგი სუსტდება, უჭირს გადაადგილება და აღარ ვთვლი დეტალებს, როგორ რთულდება მისი მდგომარეობა, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ადამიანი ხელიდან გვეცლება. უფრო საუბარია გასტროენტეროლოგებზე და საუბარი გახლავთ ნევროლოგებზე. ჩემი ახლანდელი ვიზიტი ის გახლავთ, რომ სანამ ამერიკელები ჩამოვლენ, მანამ გატარდეს რაღაც ღონისძიებები ჯანმრთელობის კუთხით, რომ ამ ადმაიანის სიცოცხლე იქნეს გადარჩენილი. ყველას გყავთ ალბათ ნანახი ადამიანები, რომლებიც ქიმიას იკეთებენ, რა დღეში არიან ეს ადამიანები, დასუსტებულები, ფერი არ აქვთ სახეზე, ვერ გადაადგილდებიან... აი,ს ეთი სურათია, თიტქოს ქიმიას უკეთეწბდნენ ამ ადამიანს, - ამბობს შალვა ხაჭაპურიძე.
ამერიკელი ექიმების ლიცენზიის აღიარებიასთვის დაცვის მხარე რეგულირების სააგნეტოს ვადას პარასკევამდე აძლევს, წინააღმდეგ შემთხვევაში პროკურატურაშ საჩივარს შეიტანენ. უფლებადამცველები ამბობენ, რომ საქმეს მინიუმუმ 3 მუხლი ირღვევა.
თუ ამ ადამიანის მიერ, ეს არის ამ სამსახურის უფროსი, კვლავ მოხდება საადვოკატი საქმიანობისთვის ხელის შეშლა, მაშინ ჩვენ გავატარებთ სხვადასხვა სამართლებრივ ღონისძიებას. მივმართავთ პროკურატურას აღიძრას სისხლის სამართლის საქმე საადვოკატო საქმიანობაშ ხელი შეშლაში, პაციენტტა უფლებების დარღვევაში და ა.შ. მას თუ ჰგონია ახლა სააკაშილის სიკვდილი ასე მარტივად ჩაუვლის მას გვერდს, ძალიან სცდება, - თქვა ხაჭაპურიძემ.