"ლაჩარია" - სამოქალაქო აქტივისტი ნიკა მელიას დაუპირისპირდა
სამოქალაქო აქტიტისტი გიორგი მუმლაძე ვიდეომიმართვას, სადაც ამბობს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. მისი ინფორმაციით, ჩხუბს ნიკა მელიაც უყურებდა.
მოძრაობა "საქართველოსთვის" წევრი მიმართვაში პარტიის თავმჯდომარეს ღიად უპირსპირდება და მას ლაჩარს უწოდებს.
"ხარ პროვოკატორი", მითხრა ასეთი რამე, რაზეც ჩემი მხრიდან, არ დავმალავ, იყო ასეთი რამე: „მე და შენს შორის პროვოკატორის დედაც!“ ეს არის უმძმესი ბრალდება, როდესაც ადამიანს უწოდებ პროვოკატორს ლეგიტიმურად დასმული შეკითხვების გამო. აი, ამის შემდეგ მოხდა ფიზიკური დაპირისპირება. მისი დაცვის წევრების ნაწილი, ასევე მძღოლი და კიდევ სხვა პირები, ჩართულები იყვნენ ამ ფიზიკურ დაპირისპირებაში. პირველი დაიწყეს მათ, რა თქმა უნდა, ჩვენც ვუპასუხეთ სათანადოდ რაც შეგვეძლო. იყო ძალიან დიდი ჩხუბი. ეს ადამიანი არის ლაჩარი ჩვეულებრივი, რომელიც ამოფარებულია დაცვას და ისე ებლატავება ხალხს. არის ლაჩარი და სადაც შემხვდება, მას პასუხს გავცემ სიტყვით, პირველ რიგში და თუ რამე იქნება საჭირო, სათანადო პასუხს გავცემ, თავს დავიცავ. ეს ხალხი მოქმედებს „ქართული ოცნების“ ხელდასმით და დაფარებით, თორემ ამას ვერ გაბედავდნენ, - ამბობს გიორგი მუმლაძე.
მუმლაძის ბრალდებებს "ნაციონალური მოძრაობა" საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა. პარტიის "ფეისბუქ" გვერდზე გამოქვეყნებულ წერილში წერია, რომ გიორგი მუმლაძე და კიდევ რამ,დენიმე აქტივისტი პარტიის ოფისიდან ნამდვილად გააძევეს, რადგან ისინი აგრესიუკლები იყვნენ და ქუჩურ ტერმინოლოგიას იყენებდნენ.
ამავე განცხადებიდან ირკვევა, რომ ნიკა მელიას მძღოლს და დაცვას მაშნაც დაუპირისპირდა, როცა ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ერთ-ერთი ტელეარხის ეთერში იყო.