სახალხო დამცველის შემცვლელად მისი მოადგილე, გიორგი ბურჯანაძე, განიხილება
სახალხო დამცველის შემცვლელად მისი მოადგილე, გიორგი ბურჯანაძე განიხილება. ინფორმაცია ამის შესახებ ჟურნალისტებს სახალხო დამცველმა დაუდასტურა.
ვერ გეტყვით, აპირებს თუ არა კანდიდატურის შეტანას გიორგი ბურჯანაძე. ალბათ, ეს მას თავად უნდა ჰკითხოთ. ვიცი, რომ განიხილავს, მაგრამ ეს მისი პირადი გადაწყვეტილებაა.
ვფიქრობ, დღეს საქართველოს პარლამენტს არ უნდა ჰქონდეს ნამდვილად იმის დრო, რომ მოიცალოს სახალხო დამცველის კრიტიკისთვის, რადგან მათ გაცილებით მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ საკითხებზე აქვთ სამსჯელი. - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
სახალხო დამცველის წარსადგენი ვადა 2 კვირაში იწურება, თუმცა საბოლოო პოზიცია ხელისუფლების ოპონენტებს ჯერ ჩამოყალიბებული არ აქვთ. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ დაელოდებიან არასამთავრობო ორგანიზაციის გადაწყვეტილებას, იქნება თუ არა გიორგი ბურჯანაძე მათი საერთო კანდიდატი და ამის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას, დაუჭერენ თუ არა მას მხარს.