კანონებით ვიარო? - სამართალდამცველები ტვ პირველის ჟურნალისტს

26.09.22 13:27
კანონებით ვიარო? - სამართალდამცველები ტვ პირველის ჟურნალისტს

სამართალდამცველები ტვ პირველის ჟურნალისტს ლარსის გამშვებ პუნქტზე მუშაობის საშუალებას არ აძლევენ და არც იმ კანონს ეუბნებიან, რომლის საფუძველზეც ატოვებინებენ პუნქტს.

ტერიტორია დატოვე რომ გეუბნები! დაგაკავებ! დამემორჩილე და ზემოთ დამისვი კითხვები, კანონი გიკრძალავს"- განაცხადა პოლიციელმა გიორგი ხუხიასთან საუბარში. 

ჟურნალისტმა პოლიციელს მოუწოდა, ეჩვენებინა, კანონი, მუხლი, რომელიც მას გადაღბას უკრძალავდა, რაზეც სამართალდამცავმა უპასუხა: "კანონით ვიარო?, ფურცლებით ვერ ვივლი, კანონები იცით რამდენია?"

უმძიმესი მდგომარეობა ლარსის გამშვებ პუნქტზე - უსაშველო რიგების გამო ადამიანებს ძილი პირდაპირ იატაკზე უწევთ. მობილიზაციას გამოქცეულ რუსეთის მოქალაქეები რიგში საათობით დგანან. უმეტეს მათგანს არც საზღვარზე გადმოსვლის უფლებას აძლევენ და მომსახურეობის გაწევაზეც უარს ეუბნებიან. 

 

 

 

მსგავსი სიახლეები