ნინო ლომჯარია ყოველთვის მიკერძოებული იყო - გიორგი ამილახვარი

26.09.22 13:51
ნინო ლომჯარია ყოველთვის მიკერძოებული იყო - გიორგი ამილახვარი

ნინო ლომჯარია ყოველთვის მიკერძოებული იყო -ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ამილახვარმა, განაცხადა.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ლომჯარიას მოადგილე, გიორგი ბურჯანაძე, ობუდსმენის პოსტისთვის ბრძოლას აპირებს, ,,ოცნების" წარმომადგენელი აცხადებს, რომ მან ჯერ შეიტანოს განაცხადი ომბუდსმენის პოსტზე და შემდგომში ექნებათ მმართველ პარტიაში რეაგირება მის კანდიდატურაზე. 

რაც შეეხება ნინო ლომჯარიას, მე ვისურვებდი, რომ ის არ ყოფილიყო მხოლოდ ერთი ნაწილის სახალხო დამცველი, არამედ, ყოფილიყო ამ ქვეყანაში ყველა ორგანიზაციის, თუ ყველა მოქალაქის სახალხო დამცველი. ამის შემდგომ მის განცხადებებს ექნებოდა რაღაცა ობიექტური ჭეშმარიტების საფუძველი. 

ლომჯარია არის მიკერძოებული ადამიანი და ყოველთვის იყო. მის მოადგილეს თუ აქვს სურვილი, მიიღოს ამ პროცესში მონაწილეობა, შესაბამისად, ჩვენც მივიღებთ შემდგომში გადაწყვეტილებას. - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

ნინო ლომჯარიას მოადგილე, გიორგი ბურჯანაძე, ომბუდსმენის პოსტზე განაცხადის შეტანას აპირებს. თუმცა, ამ ეტაპზე უცნობია, იქნება თუ არა ის არასამთავრობო სექტორისა და ოპოზიციის საერთო კანდიდატი. 

მსგავსი სიახლეები