"განლეული აქვს კუნთები" - მიხეილ სააკაშვილს 30 კილო აქვს დაკლებული

26.09.22 14:19
"განლეული აქვს კუნთები" - მიხეილ სააკაშვილს 30 კილო აქვს დაკლებული

მიხეილ სააკაშვილს დაპატიმრებიდან დღემდე 30 კილო აქვს დაკლებული - საქართველოს მესამე პრეზიდენტის ოჯახი ამბობს, რომ პაციენტი მძიმე მდგომარეობაშია. 

ამასთან, როგორც გიული ალასანიამ "ტვ პირველს" განუცხადა, მიხეილ სააკაშვილისთვის ეს კვირა გადამწყვეტი იქნება: 

კარგი არაფერი არ აქვს, განლეული აქვს აქვს კუნთები, ამიტომ უჭირს გადადგილება, მერე უსათუოდ უნდა დაჯდეს. გვინდოდა ამერიკელი ექსპერტების ჩამოყვანა, მაგრამ მათი ლიცენზიები ჯერ-ჯერობით არ ჩანს. ეს კვირა არის გადამწყვეტი, ვფიქრობ, რომ ეს ლიცენზიები უნდა გაიცეს და მაშინვე, მეორე დღესვე ჩამოვა ეს ხალხი"- განაცხადა ალასანიამ. 

მსგავსი სიახლეები