"არ ვიცი, ქოცებს უფრო არ უნდოდათ, რომ მიშა აქტუალური ყოფილიყო, თუ ამათ" - ჟორჟოლიანი ხაბეიშვილსაც დაუპირისპირდა
ნანუკა ჟორჟოლიანის სკანდალური განცხადება - ჟურნალისტი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის თხოვნით გასამართ აქციის საორგანიზაციო საკითხებში ლევან ხაბეიშვილიც უნდა ჩართულიყო, თუმცა, ტელეწამყვანის თქმით, ენმ-ს წევრი მოულოდნელად გაუჩინარდა და საკუთარი არასამთავრობო ორგანიაციის შექმნით დაკავდა.
ერთი შეხვედრა გვქონდა, რაღაცეები უნდა მოგვექოქა, მეორე შეხვედრაც შედგა და ხაბე დავკარგე. ამის მერე გავაკეთე "ჩატი", სადაც ახალგაზრდების მობილიზება უნდა მომხდარიყო, მილიონი დეტალია საჭირო, სადაც პარტიის დახმარება იყო საჭირო.
ხაბეიშვილს ვწერდი, რას ფიქრობდა, რა უნდა გაგვეკეთებინა, თუმცა ის პასუხს სამ დღეში ერთხელ გვცემდა. შემდეგ გავარკვიე, რომ ხაბეს საგამოძიებო ორგანიზაცია გაუკეთებია და ახლა აქიდან ებრძვის ბიძინას"- თქვა ნანუკა ჟორჟოლიანმა.
მისი თქმით, ვერ გაარკვია, "ნაციონალურ მოძრაობას" უფრო არ უნდოდა, მიხეილ სააკაშვილის თემა აქტუალური ყოფილიყო, თუ "ქართულ ოცნებას".
უნდოდათ, შეექმნათ ანტურაჟი, რომ ხალხს მიშა არ აინტერესებს და თემა ბოლომდე მოკლეს" - აცხადებს ჟორჟოლიანი.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის მეგობარი ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით დაგეგმილი აქციების გამართვაში ხელს ,,ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი, პეტრე ცისკარიშვილი, უშლიდა.