ანა აბაშიძე, გიორგი ბურჯანაძე და ნაზი ჯანეზაშვილი - NGO-ებმა სახალხო დამცველის 3 კანდიდატი წარადგინეს

27.09.22 11:20
ანა აბაშიძე, გიორგი ბურჯანაძე და ნაზი ჯანეზაშვილი - NGO-ებმა სახალხო დამცველის 3 კანდიდატი წარადგინეს

ანა აბაშიძე, ნაზი ჯანეზაშვილი და გიორგი ბურჯანაძე-  ფონდ ,,ღია საზოგაოდების" ოფისში გავლენიანმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა  მათ მიერ შერჩეულ სახალხო დამცველის კანდიდატები დაასახელეს.

ჩვენ ვაგრძლებთ მუშაობას პოლიტიკურ პარტიებთან, რათა სამივეს ნომინაცია მოხდეს და სამივეს კენჭი ეყაროს პარლამენტში. ამასთან, ჩვენ ვგეგმავთ ღონისძიებებს, სადაც ეს ადამიანები შეხვდებიან ფართო საზოგადოებას, სხვადასხვა თემის წარმომადგენლებს., ისაუბრებენ საკუთარ ხედვებზე - განაცხადა კავშირ ,,საფარის" დირექტორმა, ბაია პატარაიამ.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიო აცხადებენ, რომ დაიწყებენ კონსულტაციებს ოპოზიციურ პარტიებთან, რათა მათ კანდიდატებს მხარი დაუჭირონ.

მსგავსი სიახლეები