ყველაფერს გავასაჯაროებთ! ის, რომ კობახიძემ არ გაიხაროს, ვეღარ შეგვაკავებს - ნანუკა ჟორჟოლიანი
„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები საბანკო ანგარიშების გასაჯაროებას აანონსებენ. ვინ რამდენს იღებს და ვისგან - ეს თემა აქტუალური ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა გახადა, რომელმაც პარტიის ლიდერებს მძიმე ბრალდებები წაუყენა და მიხეილ სააკაშვილის ღალატში დასდო ბრალი.
ჟორჟოლიანი პეტრე ცისკარიშვილს სააკაშვილის მხარდამჭერი აქციების ჩაშლაში ადანაშაულებს, თუმცა თავად ცისკარიშვილი ამბობს, რომ ეს ჭორაობა და ტყუილების ფრქვევაა.
ჟორჟოლიანი აანონსებს, რომ ყველაფერს გაასაჯაროებს.
პეტრე ცისკარიშვილს უბრალოდ ჰქონდა მობილიზებული თანხები, იყო თანხების განმსაზღვრელი და მან ამ თანხების დახარჯვაზე იმ კონკრეტულ მომენტში, იმ კონკრეტულ ადგილას, სადაც მიშას აქციები იყო, უარი თქვა და აფინანსებდა სხვა აქციებს, რომელიც ჩამოთვალა. ეს ვუთხარი მიშას, მას რეაქციაც არ ჰქონია, არც კი შეუმჩნევია. პარტია ზიანდება იმით, რასაც პეტრე აკეთებს. პარტია ზიანდება ციხეში ჩატოვებული ლიდერით, პარტია ზიანდება არაფრის კეთებით, პარტია ზიანდება არ ბრძოლით. ყველაფერს გავასაჯაროვებთ, ამიტომ პეტრემ უნდა იცოდეს, რომ ყოველთვის იტყვიან აწი სიმართლეს და ის, რომ ახლა პროცესი არ დავაზიანოთ, ის, რომ კობახიძემ არ გაიხაროს და ა.შ. ეს ვეღარ შეგვაკავებს“. - ამბობს ჟორჟოლიანი.
რაც შეეხება ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ ის მზად არის, გაასაჯაროოს საკუთარი შემოსავლებისა და ფინანსური წყაროს შესახებ ინფორმაცია და აღნიშნული ინფორმაციის გასაჯაროებისაკენ პარტიის დანარჩენ წევრებსაც მოუწოდებს.