უსმენენ იმას, ვინც კანონიერ საფუძველზე არის მოსასმენი - ლილუაშვილი მოსმენების სკანდალზე
მოსმენების სკანდალი - სუს-ის ხელმძღვანელი იძულებული გახდა, "ნოდარ მელაძის შაბათში" გასულ ხმაურიან რეპორტაჟზე პირველი კომენტარი გაეკეთებინა. გრიგოლ ლილუაშილმა ისრები კრიტიკული მედიისკენ გადაიტანა და არ გამორიცხა, რომ მოსმენების სკანდალი "ტვ პირველმა" ააგორა.
"მერე არ აღმოჩნდეს, რომ ამის შემქმნელი არა სუსი, არამედ თქვენი ტელეკომპანია იყოს"- ამბობს ლილუაშვილი და ირწმუნება, რომ მისი უწყება ჟურნალისტებზე თვალვალს და უკანონო მიყურადებას არ ახორციელებს
იმდენი სისულელე, რაც თქვენმა ხელმძღვანელმა აკეთეს და ნაირ-ნაირი სცენარები შესთავაზეს ხალხს, რაიმე სერიოზული კომენტარის გაკეთება უფრო მეტად წაასტიმულირებს ამ უმსგავსობას. ცოცხალი აგენტი გყავთ ნანახი? უსმენენ მას, ვინც კანონიერ საფუძველზე არის მოსასმენი. ეს ემსახურება სახელმწიფო ინტერესებს და არა რომელიმე ჟურნალისტის ინტერესებს.
ვინმემ გამოიყენა თქვენს წინააღმდეგ? მერე არ აღმოჩნდეს, რომ ამის შემქმნელები არა სუსი, არამედ თქვენი ტელეკომპანია იყოს - განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.
მოსმენების საქმეზე საქართველოს პროკურატურამ კრიტიკული არხების ჟურნალისტები დაზარალებულად ცნო.