ის, რომ პეტრე ცისკარიშვილმა სააკაშვილს ზურგი შეაქცია, ეს ჩემთვის წარმოუდგენელია - ბარამიძე

27.09.22 11:50
ის, რომ პეტრე ცისკარიშვილმა სააკაშვილს ზურგი შეაქცია, ეს ჩემთვის წარმოუდგენელია - ბარამიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ბარამიძე ნანუკა ჟორჟოლიანის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ტყუილს უწოდებს.

ბარამიძე ამბობს, რომ მისთვის წარმოუდგენელია იმის დაჯერება, რომ პეტრე ცისკარიშვილმა მიხეილ სააკაშვილს ზურგი შეაქცია.

ოპოზიციონერის თქმით, უბრალოდ დიდ გაუგებრობას აქვს ადგილი.

შეიძლება, ადამიანზე ბევრი რაღაცა თქვა, ნეგატიური შენიშვნა გქონდეს, თქვა, რომ რაღაცა შენიშვნა დაუშვა და ა.შ. მაგრამ ის, რომ პეტრემ მიშა სააკაშვილს ზურგი შეაქცია და მიშას გასათავისუფლებლად რაც მან შეეძლოა, არ გააკეთა, ეს ჩემთვის წარმოუდგენელია. ვფიქრობ, რაღაც ცუდ გაუგებრობასთან გვაქვს საქმე, რაც ჯობდა, დიდი გუნდის შიგნით მოგვარებულიყო". - ამბობს ბარამიძე.

ჟორჟოლიანი  პეტრე ცისკარიშვილს საკააშვილის მხარდამჭერი აქციების ჩაშლაში ადანაშაულებს, თუმცა თავად ცისკარიშვილი ამბობს, რომ ეს ჭორაობა და ტყუილების ფრქვევაა.

ჟორჟოლიანი აანონსებს, რომ ყველაფერს გაასაჯაროებს. 

პარალელურად, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ ის მზად არის, გაასაჯაროვოს საკუთარი შემოსავლებისა და ფინანსური წყაროს შესახებ ინფორმაცია და პარტის დანარჩენ წევრებსაც აღნიშნული ქმედებისკენ მოუწოდებს.
 

მსგავსი სიახლეები