საქართველოში ყოველდღიურად 10 000-მდე მოქალაქე შემოდის რუსეთიდან - გომელაური
საქართველოში შემოსული რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა ბოლო დღეებში 40%-45%-ით გაიზარდა - ამის შესახებ მედიას შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, განუცხადა,
მისი თქმით, საქართველოში ყოველდღიურად 10 000-მდე მოქალაქე შემოდის რუსეთიდან.
"რაც შეეხება იმას, რომ რუსეთის 250 000 მოქალაქე შემოვიდა, ეს აბსოლუტურად არასწორია, ტყუილია, მაგდენი არ შემოსულა და თქვენ საიდან მოგაქვთ ეს ციფრები, არ ვიცი. დაახლოებით 4-5 დღის წინ იყო 5 000- 6 000 ადამიანი შემომსვლელი, ახლა გაიზარდა 10 000-მდე, 40%-45%-ით მოიმატა და არა 250 000 და 2 მილიონი. არ ვიცი, საიდან მოგაქვთ"- ამბობს გომელაური.