ბადრი ესებუას ვეძებთ, ეს სახუმარო თემა არ არის - ვახტანგ გომელაური
შინაგანანაგ საქმეთა მინისტრმა ბადრი ესებუაზე ხუმრობა შეწყვიტა - „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელ ბადრი ესებუაზე საუბრისას ვახტანგ გომალაურმა თქვა, რომ ნომერ პირველ ძებნილს ისევს ეძებენ.
მინისტრი დარწმუნებული არ არის დატოვა თუ არა ბადრი ესებუამ ქვეყნის საზღვრები.
ბადრი ესებუას ვეძებთ, რა თქმა უნდა, ეს გახდა სახუმარო თემა, სახუმარო არ არის, ხუთჯერ ავხსენი და კიდევ გავიმეორებ, არიან ადამიანები, რომლებსაც 20 წელი ვეძებდით, 18 წელი. ასე ნუ უყურებთ, რომ ეს კატასტროფაა. პირველ რიგში, ვთვლი, რომ ძალიან სწორი იყო, რომ სისხლი არ დაიღვარა და ღმერთმა დაგვიფაროს ასეთი ოპერაციებისგან, მაგრამ ნეტა ყოველთვის უსისხლოდ დამთავრდეს, თუმცა ამის გარანტიას ვერავინ ვერავის ვერ მისცემს“,-განაცხადა გომელაურმა.