თუ შეაჩერებენ არჩევანს, რომ მე ვიყო სახალხო დამცველი, გავაგრძელებ იმ საქმეს, რასაც ვაკეთებდი - ანა აბაშიძე
თუ შეაჩერებენ არჩევანს იმაზე, რომ მე ვიყო სახალხო დამცველი, რა თქმა უნდა, გამიხარდება და გავაგრძელებ იმ საქმეს, რასაც ვაკეთებ - აცხადებს საქართველოს სახალხო დამცველის კანდიდატი, ანა აბაშიძე, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და ბავშვთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების ადვოკატია.
ანა აბაშიძე ამბობს, რომ ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით არაერთხელ შეუქმნია პრობლემები ხელისუფლებისთვის და არჩევის შემთხვევაში სახალხო დამცველის პოსტზე მისთვის ჩვეულ საქმიანობას უბრალოდ გაარძელებს
მოლოდინებზე არ მიფიქრია. გულწრფელად გეტყვით ერთ რამეს: თუ შეაჩერებენ არჩევანს იმაზე, რომ მე ვიყო სახალხო დამცველი, რა თქმა უნდა, გამიხარდება და გავაგრძელებ იმ საქმეს, რასაც ვაკეთებ. აქ რარაც რადიკალურ ცვლილებას ვერავინ დაინახავს - ძალიან ბევრი პრობლემა შემიქმნია მმართველი გუნდისთვის ადამიანის უფლებების თვალსაზრისით. ძალიან ბევრი საქმე მოგვიგია მათთვის სასამართლოში, რა თქმა უნდა, ყველას ყველაფრის თქმა შეუძლია, მაგრამ ის, რაც სიმართლე არ არიუს, ჩემთვის მღელვარების საგანი არასოდეს იქნება ჩემთვის.
52 არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატების ვინაობა უკვე ცნობილია: გიორგი ბურჯანაძე, ანა აბაშიძე და ნაზი ჯანეზაშვილი - სწორედ ამ სამეულს დაუჭერს მხარს მესამე სექტორი სახალხო დამცველის პოსტზე.
მთავარი პრინციპი, რონლითაც არასამთავრობო ორგანიზაციებმა მათი შერჩევის დროს იხელმძღვანელეს, პროფესიონალიზმი და პოლიტიკური ნეიტრალიტეტია. შერჩეულ კანდიდატებს ახლა ოპოზიციის იმედი აქვთ, თუმცა მათი მხარდაჭერის მიუხედავად, არსებობს მოლოდინი, რომ პროცესს ხელს ,,ქართული ოცნება" შეუშლის.