აპრიორი საზღვრის ჩაკეტვა სწორი არ იქნება, ჩვენი თანამოქალაქეები რუსეთში ცხოვრობენ - ირაკლი კობახიძე

27.09.22 12:58
აპრიორი საზღვრის ჩაკეტვა სწორი არ იქნება, ჩვენი თანამოქალაქეები რუსეთში ცხოვრობენ - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე რუსეთ-საქართველოს საზღვრის ჩაკეტვას გამორციხავს. მისი თქმით, საზღვრის არჩაკეტვის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის ის, რომ საქართველოს მოქალაქეები რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობენ და მათაც აქვთ ინტერესი, რომ საქართველოში შემოვიდნენ.

"აპრიორი საზღვრის ჩაკეტვა სწორი არ იქნება და ეს პირველ რიგში, ქართველების ინტერესებს დააზიანებს"- აცხადებს კობახიძე. 

სახელმწიფო უწყებები პასუხისმგებელი არიან ვითარების კონტროლზე და ახლა ვითარება თავიდან ბოლომდე კონტროლქვეშაა. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, რომ იმ ადამიანების ინტერესები იყოს დაცული, რომლებიც ცხოვრობენ რუსეთში და საქართველოდან არიან წასული. ყველა საკითხი აწონ-დაწონილი უნდა იყოს. ეს არის სახელმწიფო უწყებების საქმე და ისინი მუშაობენ პასუხისმგებლობით. ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესები იყო დაცული და მომავალშიც ბოლომდე იქნება დაცული", - განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები