ვცხოვრობ ქირით, მაქვს 31-ე ქარხნის გამათბობელი, ჩემს სახლში ღირებულს თუ მიაგნებთ რამეს, გაგიყოფთ - ხაბეიშვილი

27.09.22 13:55
ვცხოვრობ ქირით, მაქვს 31-ე ქარხნის გამათბობელი, ჩემს სახლში ღირებულს თუ მიაგნებთ რამეს, გაგიყოფთ - ხაბეიშვილი

„ენმ“-ს წევრი ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ ბრალდებები, თითქოს"ფულზე გაიყიდა" სასაცილო და უხერხულია.

ხაბეიშვილის თქმით, ცხოვრობს ქირით ვარკეთილში და მის სახლში თუ რამე ღირებულს იპოვნიან, მზად არის ნებისმიერ გაუყოს.

ვცხოვრობ ვარკეთილში ქირით და მაქვს 31- ე ქარხნის გამათბობელი. წამობრძანდით ჩემს სახლში და თუ რაიმე ფულს იპოვით, ერთად გავიყოთ, თუ რაიმე ძვირად ღირებულს მიაგნებთ, მზად ვარ გაგიყოთ.
გარკვეული აზრთა სხვადასხვაობები არსებობს, გარკვეული პრობლემები ჩვენდა სამწუხაროდ შეიქმნა, მაგრამ, ნაციონალურ მოძრაობას უამრავი პრობლემა გაუვლია და გაივლის ამ პრობლემებსაც. როდესაც საუბარია კონკრეტული ღონისძიებების ორგანიზებაზე, არ დაგვავიწყდეს, ნაციონალურ მოძრაობას მაშინაც და ახლაც ჰყავდა კონკრეტული თანამდებობის პირები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან პარტიულ დავალებებზე“. - ამბობს ხაბეიშვილი.

ხაბეიშვილი ასევე გამოეხმაურა ხატია დეკანოიძის განცხადებას, რომ ყველამ გაასაჯაროვოს შემოსავლები, ვინც ივანიშვილს ებრძვის და სხვებთან აქვს პრეტენზია და აღნიშნა, რომ თავადაც საჯაროობის და გამჭვირვალობის მომხრეა.
 

მსგავსი სიახლეები