"ოცნება" რუსეთთან საზღვარს იმის გამო არ კეტავს, რომ მითითებები კრემლიდან ჯერ არ მიუღია - სამადაშვილი
პარტია „ლელოს“ ერთ ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლება საზღვარს მხოლოდ იმის გამო არ კეტავს, რომ მითითებები კრემლიდან ჯერ არ მიუღია.
დარწმუნებული ვარ, ქართულ ოცნებას რომ ჰქონდეს ინსტრუქცია მოსკოვიდან მიღებული, რომ უნდა ჩაიკეტოს საზღვარი, დიდი ხნის ჩაკეტილი იქნებოდა იგი. როგორც ჩანს ჯერ ასეთი ინსტრუქცია არ აქვთ მიღებული“. - ამბობს სამადაშვილი.
„ევროპული საქართველოს“ ლიდერი კი ამბობს, რომ „ოცნება“ პუტინის რეჟიმთან შერწყმას ცდილობს.
რეალური მოტივი მთლიანად ამ რეჟიმის პოლიტიკისა არის ივანიშვილისთვის ძალაუფლებისა და ფულის შენარჩუნება. ამისთვის მათ აუცილებლად მიაჩნიათ პუტინის რეჟიმთან შერწყმა. სწორედ ამიტომ, აქამდე არ მიუღიათ არანაირი ზომები ფილტრის შესახებ რუსეთთან საზღვარზე. მათი მთავარი მოდუსი არის, რომ ატყუებენ ხალხს რომ ომისგან გვიცავენ და რუსებთან დაახლოებით და როგორც ამბობენ, მათი არ გაღიზიანებით, თურმე გადავრჩებით. ეს არის დიდი და უსინდისო სიცრუე“ - ამბობს ბოკერია.
„ნუ თესავთ ცრუ პანიკას“ - დილიდან მართველი გუნდი აცხადებს, რომ ყველაფერი რიგზეა და საქართველო-რუსეთის საზღვარზე არსებული ვითარება საგანგაშო არ არის.