გლოვაში არ უნდა ვიცხოვროთ - სალომე ზურაბიშვილი გმირთა მემორიალთან მივიდა
გმირთა მემორიალთან საქართველოს პრეზიდენტი მივიდა.
"ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რა არის ჩვენი წარსული, მაგრამ გლოვაში არ უნდა ვიცხოვროთ" - თქვა სალომე ზურაბიშვილმა ომში დაღუპული გმირების მემორიალთან.
„სოხუმის დაცემიდან თითქმის 30 წელი გავიდა. ეს არის ერთი თაობა. ამ ერთმა თაობამ ყველას გვაჩვენა, ასევე აჩვენა აფხაზეთის მოსახლეობას, რომ არაფრის მომტანი არ იყო ეს წლები. არა აფხაზეთის კულტურისთვის და არა ენისთვის.
გლოვა არ ჰყოფნის, გლოვა აუცილებელია, რომ ჩვენ ვიცოდეთ, რა არის ჩვენი წარსული, მაგრამ გლოვაში არ შეიძლება, ვიცხოვროთ. უნდა ვიცხოვროთ მომავალში და დარწმუნებული ვარ, ეს მომავალი ძალიან ბევრს, ძალიან ჩქარა მოგვიტანს. ამას ვხედავთ, როდესაც გამოდის იქ ჩვენი მოსახლეობა ბიჭვინთის საკითხზე, ვხედავთ, როდესაც რეაქციებია მობილიზაციაზე. ეს ყველაფერი არის ის ნიშნები, რომლებიც კარგად უნდა წავიკითხოთ“.– განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.