"ნელი დოროყაშვილის ჩვენება არადამაჯერებელი იყო" - ბასილაშვილის ადვოკატი
ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის, ადვოკატი, ირმა ჭკადუა, "ტვ პირველთან" ამბობს, რომ დაზარალებული ნელი დოროყაშვილის მიერ სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაცია არათანმიმდევრულია:
ქალბატონი ნელი დოროყაშვილის ჩვენება არათანმიმდევრულია. თქვენ ხედავდით, რომ მთელი პროცესის განმავლობაში კითხვა აბსოლუტურად სხვა იყო დასმული, ქალბატონი ნელი კი პასუხებს გაურბოდა, სხვა თემებზე გადადიოდა და სხვა ანალიზს აკეთებდა. მისი დღევანდელი ჩვენება არადამაჯერებელი იყო"- განაცხადა ჭკადუამ.
ნიკოლოზ ბასილაშვილის კიდევ ერთი ადვოკატის, თეონა გვაზავას, განცხადებით, დოროყაშვილის მიერ სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაცია სიმართლე არ არის.
ადვოკატის თქმით, ეს საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება.
ნიკოლოზ ბასილაშვილი ერთი თვის განმავლობაში ტელეფონში ჩამონტაჟებელი აპარატურით მისმენდა - ეს განცხადება ჯვარედინი დაკითხვის დროს ნეკა დოროყაშვილმა გააკეთა.
მისი თქმით, ბასილაშვილმა მას კუთვნილი ტელეფონი იმის გამო დაუმტვრია, რომ მისთვის სხვა ტელეფონით მოესმინა.