ვინ უნდა აირჩიოს ახალი სახალხო დამცველი? პარლამენტში კონსულტაციები დასრულდა

27.09.22 15:55
ვინ უნდა აირჩიოს ახალი სახალხო დამცველი? პარლამენტში კონსულტაციები დასრულდა

ვინ აირჩევს ახალი სახალხო დამცველს? - საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენელთა შეხვედრა დასრულდა. კონსულტაციის შედეგად ცნობილი გახდა, რომ ომბუდსმენს 9 კაცისგან შემდგარი კომისია აირჩევს, რომლის შემადგენლობაშიც  მესამე სექტორის წარმომადგენლები,  იურისტები და სხვა პროფესიის ადამიანები იქნებიან წარმოდგენილი.

ჯგუფის წევრები იქნებიან: 

  • დავით ასათიანი - საქართველოს ადვოკატთა ასოცუაცია, თავმჯდომარე;
  • თამარ ზარანდია - თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი;
  • ნათია კუპრაშვილი - რეგიონალურ მაუწყებელთა ასოციაცია, თავმჯდომარე;
  • ლარისა ლიპარტელიანი - საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება, თავმჯდომარის მოადგილე;
  • ელენე რუსეცკაია - ქალთა საინფორმაციო ცენტრი, დირექტორი;
  • არნო სტეპანიანი - მრავალეროვანი საქართველო, თავმჯდომარე;
  • ნინო ჩხობაძე - საქართველოს მწვანეთა მოძრაობა, თავმჯდომარე
  • ეკა ციმაკურიძე - დემოკრატიის ინდექსი, თავმჯდომარე;
  • ლევან ცუცქირიძე - აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი.

შეხვედრა იყო პარლამენტის თავმჯდომარესთან. მან გაგვაცნო იმ ადამიანების სია, რომლებიც შეფასების ქულებს დაუწერენ კანდიდატებს. აქ არიან არასამთავრობო ორგანიზაციების, აკადემიური წრეების წარმომადგენლები. მთავარია, რომ ეს შეფასებები, რასაც კანდიდატებს დაუწერენ, მათთვის არავითარ დამაბრკოლებელ ფაქტორს არ წარმოადგენს - ამბობს,,მოქალაქეების" წევრი ლევან იოსელიანი. 

,,გირჩის" წევრი, იაგო ხვიჩია კომისიაში ეკლესიის წარმომადგენლის დამატებას ითხოვდა თუმცა, მისი თხოვნა არ იქნა გათვალისწინებული.

კანდიდატებთან გასაუბრება  2 დღეში დაიწყება. ეს ყველაფერი მაშინ მოხდება, როცა განცხადებების მიღება დასრულდება. 

 

მსგავსი სიახლეები