ენმ-ს მხარდამჭერები ბრიყვები არ არიან - ნანუკა ჟორჟოლიანი ხატია დეკანოიძეს პასუხობს
ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ენმ-ს ლიდერებს პასუხობს და წერს, რომ მათ საკუთარ ამომრჩეველზე არასწორი წარმოდგენა აქვთ.
მისი თქმით, პარტიის მხარდამჭერები ბრიყვები არ არიან და "ზუსტად იციან, რომ არაპატიოსანი ფული, ამ სამყაროში არავის ანგარიშზე არ დევს".
რა ცუდია, როცა პოლიტიკოსებს საკუთარ ამომრჩეველზე არასწორი წარმოდგენა აქვთ. ,,ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები არ არიან ბრიყვები და ზუსტად იციან, რომ არაპატიოსანი ფული ამ სამყაროში არავის ანგარიშზე არ დევს. თვით ,,ქართული ოცნებაც" კი, ფულებს კონვერტებით არიგებს.
პ.ს. ახლა ყაზბეგში ვარ და მართლა იმდენი რუსია, ხალხო, ქუჩებში, რესტორნებში, მარტო რუსები არიან. ძაან რთულად შესაგუებელი რელობაა"- წერს ჟორჟოლიანი.
თანაპარტიელების შემდეგ, ხატია დეკანოიძე ჟურნალისტების ანგარიშების გასაჯაროებასაც ითხოვს. ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნანუკა ჟორჟოლიანის განცხადებებს ეხმაურება და ფიქრობს, რომ პარტიის მიმართ ბრალდებების ფონზე ყველამ საკუთარი ფინანსური წყარო უნდა გაასაჯაროოს.