ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ვმონაწილეობ ამ კონკურსში არის ის, რომ ვფიქრობ, ჩემი წარსული, ჩემი საქმიანობა - გიორგი ბურჯანაძე

27.09.22 17:32
ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ვმონაწილეობ ამ კონკურსში არის ის, რომ ვფიქრობ, ჩემი წარსული, ჩემი საქმიანობა - გიორგი ბურჯანაძე

ომბუდსმენის მოადგილე,  გიორგი ბურჯანაძე იმედს იტოვებს, რომ მის კანდოდატურას საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერაც ექნება. 

გიორგი ბურჯანაძე წლებია ომბუდსმენის ოფისში მუშაობს და იცის ყველა იმ პრობლემის შესახებ, რომლითაც ყოველდღიურად სახალხო დამცველის აპარატს მოსახლეობა მიმართვას: 

იმედს ვიტოვებ, რომ მექნება საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერა, ყველა სხვა ჯგუფის მხარდაჭერა. ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ვმონაწილეობ ამ კონკურსში არის ის, რომ ვფიქრობ, ჩემი წარსული, განვლილი მუშაობით, ჩემი საქმიანობა იყო ყოველთვის დაფუძნებული პროფესიულ პრინციპებზე, იყო მიუკერძოებელი, ამას ადასტურებს არაერთი საერთაშორისო შემფასებელი. ევროკავშირის კომისიის შეფასებით სახალხო დამცველის აპარატი არის ეფექტური მექანიზმი და მე ამ აპარატის ნაწილი ვარ. გამიჭირდება ჩემ თავზე ვისაუბრო, რომ ძალიან კარგი ვარ და ა.შ. მაგრამ ვფიქრობ, ის ადამიანები, რომლებიც მიუკერძოებლები და არა მხარეები არიან ამ პროცესში, ბუნებრივია ამას ობიექტურად აფასებენ. ეს მაძლევს საშუალებას ვიყო პრინციპულად ამ ადგილზე და გავაკეთო ეს განაცხადი.

52 არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატების ვინაობა უკვე ცნობილია: გიორგი ბურჯანაძე, ანა აბაშიძე და ნაზი ჯანეზაშვილი - სწორედ ამ სამეულს დაუჭერს მხარს მესამე სექტორი სახალხო დამცველის პოსტზე. 

მთავარი პრინციპი, რონლითაც არასამთავრობო ორგანიზაციებმა მათი შერჩევის დროს იხელმძღვანელეს, პროფესიონალიზმი და პოლიტიკური ნეიტრალიტეტია. შერჩეულ კანდიდატებს ახლა ოპოზიციის იმედი აქვთ, თუმცა მათი მხარდაჭერის მიუხედავად, არსებობს მოლოდინი, რომ პროცესს ხელს ,,ქართული ოცნება" შეუშლის. 

მსგავსი სიახლეები