პარტიაში კეზერაშვილის ფაქტორი არ არსებობს - ლევან ბეჟაშვილი

27.09.22 18:37
პარტიაში კეზერაშვილის ფაქტორი არ არსებობს - ლევან ბეჟაშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" წევრები "ტვ პირველთან" ამბობენ, რომ პარტიაში დავით კეზერაშვილის ფაქტორი არ არსებობს. ლევან ბეჟაშვილის თქმით, ხმები თითქოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი პარტიაში ძალაუფლების მოპოვებას ცდილობს გადაჭარბებულია. 

"დავით კეზერაშვილი პარტიის საქმიანობაში არანაირი ფორმით მონაწილეობას არ ღებულობდა, ამიტომ მოარული ხმები, რომ გავლენის სფეროების მოპოვებას ცდილობს, ვფიქრობ რომ გადაჭარბებულია. მე კეზერაშვილის ფაქტორს ვერ, არ ვხედავ"- განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა. 

ყველაზე დიდ ოპოზივიურ პარტიაში აცხადებენ, რომ ხმები კეზერაშვილის გავლენების შესახებ ინფორმაცია "ქართული ოცნების" მიერაა შემოგდებული  

"რა ფულებზეა საუბარი არ მესმის, აბსოლუტური სისულელეა. ეს არის ქართული ოცნების მიერ შემოგდებული რაღაც ზღაპარი. რა ფული, რის ფული, წინა არჩევნებზე გავყიდეთ ყველა ოფისი იმის გამო რომ არჩევნები დაეფინანსებინა. ყველაფერი არის მოგონილი, იმისთვის, რომ შექმნან რაღაც არაჯანსაღი აჟიოტაჟი"- თქვა რომან გოცირიძემ. 

მსგავსი სიახლეები