პროკურატურამ გოგაშვილის ჩვენება არ გვაჩვენა - აფგან მუხთარლი
აფგან მუხთარლი ამბობს, რომ სოსო გოგაშვილის ჩვენება დაუმალეს. ჟურნალისტმა მთავარი პროკურატურის დატოვების შემდეგ პირდაპირ თქვა, რომ შოთაძის უწყებამ "ქართული ოცნების" პოლიტიკური დაკვეთა შეასრულა.
"მე ვფიქრობ და დარწმუნებული ვარ, რომ ეს არა სამართლებრივი არამედ პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო, პროკურატურამ მიიღო დავალება მისი ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლებისგან, რომ გოგაშვილის ჩვენება ჩვენთვის არ გაეცნოთ, გვითხრეს, რომ ამ ეტაპზე გამოძიება არ დასრულებულა და გოგაშვილი ისევ გამოიკითხება, ეს იყო უბრლაოდ მიზეზი.
გადმოგვეცა დადგენილება მაგრამ მე და ჩემი ადვოკატი ამ დადგებილებას სასამართლოში გავასაჩივრებთ, გადავწყვიტე, რომ მე აქ უნდა ვიცხოვრო, იქამდე ვიდრე გამოძიება არ დასრულდება, რადგან აქედან უკეთ ვეცდები სამართლიანობის აღდგენას, ისე არაფერი გამოდის, ამდენი ხანია წასული ვარ, ჩამოვედი და ისევ ისე დამხვდა ყველაფერი, როგორც დავტოვე"- ამბობს მუხთარლი.