რუსების მიგრაცია საქართველოს უსაფრთხოებას რისკს უქმნის - ,,დროა" ლარსზე აქციას გამართავს

28.09.22 11:23
რუსების მიგრაცია საქართველოს უსაფრთხოებას რისკს უქმნის   - ,,დროა" ლარსზე აქციას გამართავს

რუსეთის მოქალაქეების უპრეცედენტო შემოდინებას ლარსთან გააპროტესტებენ დღეს ,,დროას" წევრები. ოპოზიციურ პარტიასთან ერთად საქართველო - რუსეთის საზღვართან მიდიან უკრაინის მოქალაქეებიც. კოლონა რესპუბლიკის მოედნიდან უკვე დაიძრა.

გაზრდილი მიგრაცია ქვეყნის უსაფრთხოებას სერიოზულ რისკებს უქმნის - აცხადებენ აქციის ორგანიზატორები და ხელისუფლებას პასუხისმგებლობას ახსენებენ.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ რუსეთ-საქართველოს საზღვარი რუსეთის მოქალაქეებისთვის ჩაკეტილი უნდა იყოს, რადგან პუტინის მიერ მობილიზაციის გამოცხადების ფონზე ჩვენს ქვეყანაში შემოდიან საბრძოლო გამოცდილების მქონე ის რუსებიც, რომლებსაც შესაძლოა, მონაწილეობა ჰქონდეთ მაგალითად მიღებული 2008 წლის საბრძოლო მოქმედებებში ჩვენი თანამემამულეების წინააღმდეგ - აცხადებს გიგა ლიმონჯავა, ,,დროას" პოლიტსაბჭოს წევრი.

კოლონის შეწმადგენლობაში მყოფი უკრაინის მოქალაქეები აცხადებენ, რომ ლარსზე იმისთვის მიდიან, რათა რუსეთის დამპყრობლური მიზნები გამოაშკარავონ და გააპროტესტონ. 

მსგავსი სიახლეები