უკონტროლო ვითარება ლარსის გამშვებ პუნქტზე - დარიალის ხეობაში საავტომობილო მოძრაობა პარალიზებულია

28.09.22 11:05
უკონტროლო ვითარება ლარსის გამშვებ პუნქტზე - დარიალის ხეობაში საავტომობილო მოძრაობა პარალიზებულია

დარიალის ხეობაში საავტომობილო მოძრაობა პარალიზებულია. რუსეთის მოქალაქეების უკონტროლო შემოდინების გამო ქართული პოლიცია მგზავრთა ნაკადების მართვას ვეღარ აუდის.

"ტვ პირველის" კორესპოდენტის ცნობით, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზეც ორ კილომეტრიანი საცობია. გრძელი რიგებია საზღვართანაც.

რუსეთის მოქალაქეები ავტომობილებს საცობებში ყიდიან და საქართველოსკენ ფეხით მოდიან.

რუსეთიდან გადმოსულების ნაწილი ადასტურებს, რომ უკვე გახსნილია სამხედრო კომისარიატის მობილური პუნქტი.

არსებული ინფორმაციით, რუსეთის თავდაცვის ძალები საქართველოში არ უშვებენ კავკასიელებს, რუსებს კი უპრობლემოდ ატარებენ.

ჩრდილოკავკასიელებს არ ატარებენ, ოსებს და ჩეჩნებს არ უშვებს ადგილობრივი საზღვრის დაცვის პოლიცია, დანარჩენებს ატარებენ. მაგალითად, ჩემთან ერთად ორი ბიჭი მოდიოდა, რომლებსაც გაწვევა მოუვიდათ, ნეიტრალურ ტყერიტორიაზე იყვნენ უკვე და გამოატარეს ქართველმა მებაჟეებმა. 

საწვავს შუა გზაზე ყიდიან, ერთი ლიტრი 4 000 რუბლი ღირს, ამიტომ ხალხი ძვირათღირებულ მანქანებს ყიდის და ფეხით აგრძელებს გზას"- განაცხადა რუსეთის მოქალაქემ. 

მსგავსი სიახლეები