რუსეთის მოქალაქეები ავტომობილებს საცობებში ყიდიან და საქართველოსკენ ფეხით მოდიან
რუსეთის მოქალაქეები ავტომობილებს საცობებში ყიდიან და საქართველოსკენ ფეხით მოდიან. რუსეთიდან გადმოსულების ნაწილი ადასტურებს, რომ უკვე გახსნილია სამხედრო კომისარიატის მობილური პუნქტი.
დიდი ხანი ვიდექით უზარმაზარ საცობში, ახლა რუსეთში საშინელი პანიკაა და ყველა გამორბის. დიდი თანხების გადახდა მოგვიწია იმისთვის, რომ საქართველომდე მომეღწია. ხალხი მანქანებს ყიდის ადგილზე ძალიან იაფად. საზღვარზე დგას მობილური გაწვევის პუნქტიც, სადაც ჩეჩნებს არ ატარებენ - აცხადებს რუსეთის მოქალაქე.