თუ ვინმე აზიანებს არასრულწლოვანი ბავშვის საუკეთესო ინტერესს, ნელი დოროყაშვილია - ირმა ჭკადუა
თუ ვინმე აზიანებს არასრულწლოვანი ბავშვის საუკეთესო ინტერესს, ნელი დოროყაშვილია - ამის შესახებ სასამართლო სხდომის დაწყებამდე ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის, ადვოკატმა განაცხადა.
ირმა ჭკადუა აღნიშნავს, რომ მოსამართლემ ნელი დოროყაშვილს სხდომის დახურვა შესთავაზა, რაზეც მან კატეგორიული უარი განაცხადა
დაკითხვა დღესაც გრძელდება. ქალბატონ ნელი დოროყაშვილის უფლებაა, ვის წინააღმდეგ რას დაიწყებს. ფაქტია, რომ თუ ვინმე ამ ქვეყანასა და ამ საქმეში არ ფიქრობს და აზიანებს არასრულწლოვანი ბავშვის საუკეთესო ინტერესს, ეს არის თავად ნელი დოროყაშვილი.
ჩვენ ყველა კითხვა გავლილი გვაქვს ბატონ ნიკოლოზთან და დაცვის მხარე დასვამს ყველა იმ კითხვას, რომელიც ბასილაშვილს გააჩნია"- თქვა ჭკადუამ.
ნეკა დოროყაშვილი ამბობს, რომ ჩოგბურთელის ადვოკატებს გუშინ ის ფსიქოლოგიურ ტერორში ჰყავდათ, უნდოდა ძალადობის ამბებზე საუბარი, მაგრამ ნიკოლოზ ბასილაშვილის უფლებადამცველები ამის საშუალებას არ აძლევდნენ.
დაზარალებული აანონსებს, რომ ბასილაშვილის ერთ-ერთ ადვოკატს, ირმა ჭკადუას, ცილისწამებისთვის უჩივლებს.
დოროყაშვილი აღნიშნავს, რომ ირმა ჭკადუა ორი წლის განმავლობაში ისევე, როგორც სასამართლო დარბაზში, ასევე მედიასივრცესა და მედიის გარეთაც არღვევს მისი და მისი არასრულწლოვანი შვილის უფლებებს.