"ცისფერი მთები" პარლამენტში - "ოცნების" დეპუტატებს აქტივისტებმა "გრენლანდია" დაუკიდეს
ცისფერი მთები პარლამენტში - "ქართული ოცნების" დეპუტატებს სამოქალაქო აქტივისტებმა ცნობილი ფილმიდან ნახატის ანალოგი მიუტანეს და რესპუბლიკის დარბაზთან დაუკიდეს. პერფორმანსი აქტივისტებმა იმ დროის მოაწყვეს, როდესაც საკანონმდებლო ორგანოში იურიდიული კომიტტეის სხდომა მიმდინარეობდა.
დემოკრატიის მცველები აცხადებენ, რომ ხელისუფლებას მართვის სადავეები დაეკარგა, უუნაროა და მოსახ-ლეობის საჭიროებებზე ვერ ფიქრობს. მათივე თქმით, ამას საგარეო გამოწვევებიც ემატება.
საქართველოს პარლამენტი დაემსგავსა ლიფტშ გაჭედილ შაბიამნის დამატებით პარტიით მომარაგებულ ბიუჯეტის გარღვევის მქონე ალაგ-ალაგ ძირითადი ნაწილების წამკითხავ ბიუროს, რომელმაც არ იცის რას აკეთებს, დაკარგული აქვს ფუნქცია. სწორედ ამიტომ, გრენლადნია, ეს ძალიან ცნობილი და შევერალური ნამუშევარი ამის სიმბოლოა და გვინდა, რომ სწორედ ამიტომ დავუტოვოთ საჩუქრად და იმედია, როცა მოხსნიან, გაიაზრებენ იმას, თუ რა არის ამ ფილმის მთავარი სათქმელი და თავის თავში გაუჩნდებათ რაღაც კრიტიკა იმისა, რას აკეთებენ, - ამბობს დემოკრატიის მცველი გაბრიელ კაკაბაძე.
"ქართული ოცნების" დეპუტატებმა ნახატის ჩამოხსნა უკვე მოითხოვეს. ცოტა ხნის წინ ადგილზე პარლამენტის აპარატის წარმომადგენლები გამოჩნდნენ, კომენდანტმა ნახატი ჩამოხსნა და წაიღო.