უკრაინის ტერიტორიების ანექსიის ეს მცდელობები მიუღებელია - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერ ე.წ რეფერენდუმების ჩატარებას ეხმაურება და Twitter-ზე წერს, რომ ფაქტს გმობს.
უკრაინის ტერიტორიების ანექსიის ეს მცდელობები მიუღებელია. საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას", - აღნიშნულია განცხადებაში.
ოკუპანტი ქვეყნის მტკიცებით, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე "ხმების" 100% დათვლილია.
რუსეთი ირწმუნება, რომ ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკაში რუსეთთან შეერთებას მხარი დაუჭირა 98.42%-მა, ზაპოროჟიეში 93.11%-მა, ხერსონში კი 87.05%-მა.
საოკუპაციო რეჟიმის მტკიცებით, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკას, ამ დრომდე დათვლილია "ხმების" მხოლოდ 57%, რომელთა 94.75% "მხარს უჭერს" რუსეთთან შეერთებას.
უკრაინის ოთხ ოლქში -დონეცკში, ლუგანსკში, ზაპოროჟიესა და ხერსონში რუსეთთან შეერთების საკითხზე ე.წ. „რეფერენდუმები“ 23-27 სექტემბერს ჩატარდა.