რატომ არ იწვევს ხელისუფლება უსაფრთხოების საბჭოს სხდომას - "ოცნებაში" შეკითხვას პროვოკაციულს უწოდებენ

28.09.22 13:29
რატომ არ იწვევს ხელისუფლება უსაფრთხოების საბჭოს სხდომას - "ოცნებაში" შეკითხვას პროვოკაციულს უწოდებენ

რატომ არ იწვევს ხელისუფლება უსაფრთხოების საბჭოს სხდომას - "ქართული ოცნების" დეპუტატი შეკითხვას პროვოკაციულს უწოდებს. გიორგი ამილახვარის თქმით, პრეზიდენტის ინიციატივას ამ ეტაპზე არ ეთანხმებიან, რადგან ქვეყანაში საგანგებო არაფერი ხდება. 

ეს არის პირველი, პროვოკაციული შეკითხვა. თუ ამის საჭიროება გახდება, დამერწმუნეთ, სანამ თქვენ ან თქვენს პროდიუსერს გაუჩნდება ამის შესახებ კითხვა, უშიშროების საბჭო უკვე მოწვეული იქნება. მან( პრეზიდენტმა)  რომ თქვა, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვეთანხმებით მის ნათქვამს. ახლა ყველაზე კარგად იცის ძალოვანმა სტრუქტურებმა და პრემიერ-მინისტრმა, რა ხდება ქვეყანაში და განსაკუთრებით, ლარსის გამშვებ პუნქტზე. თუ ახლა არ არის მოწვეული, ეს იმას ნიშნავს, რომ არაფერი საგანგებო ქვეყანაში არ ხდება, - ამბობს ამილახვარი. 

შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეების უკონტროლო შემოდინებასთან დაკავშირებით  საქართველოს პრეზიდენტმა ხელისუფლებას უსაფრთხოების საბჭოს მოწვევისკენ მოუწოდა.  

მსგავსი სიახლეები