ამ ხელისუფლების პირობებში უსაფრთხოების საბჭოს ფუნქცია არ აქვს - დეკანოიძე
ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეების უკონტროლო შემოდინებაში საფრთხეებს ხედავს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ხატია დეკანოიძეც. ამის მიუხედავად, ოპოზიციონერ დეპუტატს მიაჩნია, რომ "ქართული ოცნების" პირობებში უსაფრთოების საბჭოს ფუნქცია დაკარგა და აღნიშნული პრობლემის გადაჭრას ის ვერ შეძლებს.
ის, რაც ხდება სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე,ე ს არის წარმოუდგენლად დიდი ეროვნული უსაფრთხოების საკითხი საქართველოსთვის და რა თქმა უნდა, საქართველოს სახელწმიფოს არ გააჩნია პოლიტიკა, ხელისუფლებას არ გააჩნია პოლიტიკა. უსაფრთხოების საბჭოს რაც შეეხება, მას ფუნქცია ამ ხელისუფლების პირობებში არ აქვს, ამიტომ მე ვერ გეტყვით, რომ რაიმე სახით მათ შეუძლიათ ამ პრობლემის გადაჭრა, - თქვა დეკანოიძემ.
შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეების უკონტროლო შემოდინებასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა ხელისუფლებას უსაფრთხოების საბჭოს მოწვევისკენ მოუწოდა.