ჩემს პოლიტიკურ ნეიტრალიტეტთან დაკავშირებით პასუხებს ევროკომისიის დასკვნებში იხილავთ - გიორგი ბურჯანაძე

29.09.22 13:43
ჩემს პოლიტიკურ ნეიტრალიტეტთან დაკავშირებით პასუხებს ევროკომისიის დასკვნებში იხილავთ - გიორგი ბურჯანაძე

თუ ვინმეს ჩემს პოლიტიკურ ნეიტრალიტეტთან დაკავშირებით კითხვები აქვს, შეუძლია, პასუხი ევროკომისიის დასკვნებში იხილოს - ასე პასუხობს  ,,ქართული ოცნების" თავდასხმების სერიას სახალხო დამცველის ერთ-ერთი კანდიდატი.

 გია ბურჯანაძე ამბობს, რომ არ უკვირს უფლებადამცველების მიმართ სახელისუფლებო გუნდის მადისკრედიტირებელი კამპანია და ოპოზიციის მსგავსად ფიქრობს, რომ ახლა ,,ქართული ოცნება" ყველა გზით ცდილობს  დამოუკიდებელი ინსტუტი მართვას.

მინდა, კიდევ ერთხელ ვთქვა პოლიტიკურ ნეიტრალიტეტთან დაკავშიორებით: თუ ვინმეს აინტერესებს ჩემი პოლიტიკური მიუკერძოებლობა, ამაზე პასუხი არის ევროკომისიის გადაწყვეტილებებში, ევროპარლამენტის დოკუმენტებში. ასე რომ, ამაზე პასუხს ნახავს ის, ვისაც ეს უნდა.

დისკრედიტაციისა და სხვადასხვა პროპაგანდის მსხვერპლი მე, სახალხო დამცველი, ასევე სხვა უფლებადამცველებიც  არაერთხელ ყოფილან, ეს არახალია, ძველია, ასე რომ, ეს არ არის შემაშფოთებელი ფაქტორი - განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ.

მმართველი პარტიის წარმომადგფენელმა, გივი მიქანაძემ, გუშინ განაცხადა, რომ არასამთავრობო სექტორის მიერ წარმოდგენილ კანდიდატების მიმართ არსებობს გარკვეული კითხვები მათს პოლიტიკურ მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით. 

მსგავსი სიახლეები