ხელისუფლებას უნდა, სახალხო დამცველად მარიონეტი გაიყვანოს - პაატა მანჯგალაძე
,,სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე, "ქართული ოცნების" ლიდერების იმ განცხადებებს პასუხობს, რომლის მიხედვითაც, NGO-ების მიერ წარდგენილ ომბუდსმენობის კანდიდატები პოლიტიკურად მიკერძოებულები არიან.
ოპოზიციონერი ამბობს, რომ ნებისმიერი მოაზროვნე ადამიანი ,,ოცნების" შეცდომებზე რეაგირებას მოახდენს და ეს გასაკვირი არ არის.
ახლა უცხოპლანეტელს თუ ჩამოიყვანენ. თუ ადამიანი აზროვნებს, ყველას ექნება გაკეთებული განცხადება ხელისუფლების ანტიდემოკრატიულ ქმედებებთან დაკავშირებით, რასაც წლების განმავლობაში ჩადიოდა.
ჟურნალისტებს რომ ცემდნენ, ამაზე რომ ადამიანს არ ექნება გაკეთებული განცხადება, ის როგორ შეიძლება, სახალო დამცველი გახდეს?
იმას რომ ხედავდნენ, სიძულვილის ჯგუფები ხალხს რომ არბევდნენ, ამაზე თუ განცხადება არ აქვს გაკეთებული ადამიანს და ხელისუფლება არ გააკრიტიკა, ის როგორ შეიძლება, სახალხო დამცველი იყოს?
ხელისუფლებას უნდა, მარიონეტი გაიყვანოს სახალხო დამცველად! - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.