"ოცნებაში" 15, 50 თუ 150 ადამიანი არის, ვინც უშუალოდ რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომელია - სამადაშვილი

30.09.22 13:45
"ოცნებაში" 15, 50 თუ 150 ადამიანი არის, ვინც უშუალოდ რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომელია - სამადაშვილი

აგენტურასთან დაკავშირებით, გიორგი ვაშაძის პოზიციას იზიარებს სხვა ოპოზიციური პარტიებიც.

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის თქმით, მთლიანად მმართველი გუნდი რუსეთის სამსახურში მყოფი პოლიტიკური ძალაა და მასში ბევრი რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომელია.

სწორედ ამიტომ, სამადაშვილი ფიქრობს, რომ აუცილებელია საგამოძებო კომისიის შექმნა, რადგან აღნიშნული კომისია რუსეთის სპეცსამსახურებთან კავშირების ბევრ საინტერესო ინფორმაციას წარუდგენს საზოგადოებას.

15 თუ 50 თუ 150 ადამიანი არის, ვინც უშუალოდ თანამშრომელია რუსეთის სპეცსამსახურების. „ქართული ოცნება“ თავისი შინაარსით არის რუსეთის სამსახურში მყოფი პოლიტიკური ძალა. სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია შეიქმნას საგამოძებო კომისია, რომელიც არის უკვე დაინიცირებული. ვფიქრობ, რომ აღნიშნული კომისია დღევანდელი ხელისუფლების რუსეთის სპეცსამსახურებთან კავშირების ბევრ საინტერესო ინფორმაციას წარუდგენს საზოგადოებას“. - ამბობს სამადაშვილი.


 

მსგავსი სიახლეები