სასაცილო იქნება, მელია საკნის კარს რომ ჩააფრინდეს - ალეკო ელისაშვილი

23.04.21 14:54
სასაცილო იქნება, მელია საკნის კარს რომ ჩააფრინდეს - ალეკო ელისაშვილი

"გულახდილად მესმის, რომ ნიკა მელია ერთგვარად გაიჭედა, ვერ იღებს გადაწყვეტილებას - ამის შესახებ ,,მოქალაქეების" ლიდერმა განაცხადა. ალეკო ელისაშვილს მიაჩნია, რომ ,,ნაციონალური მოძრაობის" ლიდერს არავინ გააკრიტიკებს, თუ გათავისუფლების რომელიმე ფორმას დათანხმდება.

გულახდილად მესმის, რომ ნიკა მელია ერთგვარად გაიჭედა, ვერ იღებს გადაწყვეტილებას. დარწმუნებული ვარ, თავადაც ხვდება, რომ უნდა გამოვიდეს, სანამ ღიმილის მომგვრელი და სასაცილო გახდება მისი მდგომარეობა, რომ არ გამივალ არაფრის ფასადო. ამიტომ ადგეს და მარტივად მიიღოს გადაწყვეტილებები. არ მგონია, რომ ამის გამო ვინმემ დასცინოს, სასაცილო ის იქნება, ასე რომ ჩააფრინდეს საკნის კარს და არ გამოვალ, არ გამოვალო - დაიწყებს ლაპარაკს - აცხადებს ალეკო ელისაშვილი.

,,ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, ნიკა მელია, 23 თებერვალს ,,ენმ"-ს მთავარ ოფისზე განხორციელებული მასშტაბური სპეცოპერაციის დროს დააკავეს. მისი გათავისუფლების რამდენიმე გზა არსებობს, გირაოს გადახდა, ამნისტია და თავდებში ჩადგომა. პირველ ორზე ნიკა მელია უარს აცხადებს.

მსგავსი სიახლეები