ვინ გაიტაცა აფგან მუხთარლი? - რეზონანსულ საქმეში კიდევ ერთი გვარი ჩნდება

03.10.22 11:15
ვინ გაიტაცა აფგან მუხთარლი? - რეზონანსულ საქმეში კიდევ ერთი გვარი ჩნდება

აფგან მუხთარლის გატაცების საქმეში კიდევ ერთი, ახალი ფიგურანტი ჩნდება - სუს-ის ყოფილი უფროსის, სოსო გოგაშვილის ინფორმაციით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცებაში მონაწილეობას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უფროსთან,  ოთარ კუპრაშვილთან და გიორგი ტრაპაიძესთან ერთად, ზვიად ბალარჯიშვილიც იღებდა.

ირკვევა, რომ ბალარჯიშვილი ამ დრომდე კონტრდაზვერვის დეპარტამენტში მუშოაბს. მის შესახებ ინფორმაციის მოძიებისას აღმოჩნდა, რომ ზვიად ბალარჯიშვილი დედაქალაქსა და მის შემოგარენში არაერთ უძრავ ქონებას ფლობს. 

მის სახელზეა რეგისტრირებული ვაკე-საბურთალოს გზაზე მდებარე m2-ის კორპუსში, მეთექვსმეტე სართულზე მდებარე ბინა, რომელიც, რუსეთის მოქალაქეზე აქვს გაქირავებული. 

ეს არ არის ერთადერთი ქონება, რომელიც ბალარჯიშვილი ფლობს. სუს-ის მაღალჩინოსანი 33 კვადრატულ კომერციულ ფართს ფლობს ჭავჭავაძის გამზირზე, რომელიც ამჟამად გაქირავებული აქვს. 

ზვიად ბალარჯიშვილის სახელზეა რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი წავკისშიც. ეს უკანასკნელი, ოთარ ფარცხალაძის მეზობელია. მის ქონებათა ჩამონათვალშია გალის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლიც. 

"შაბათის ეთერის" გამოძიბელემა ჟურნალისტებმა საიდუმლო სპეროციაშიი მონაწილე ოთხი გვარი დაადგინეს, აქიდან  მინიმუმ ორი სუსის მოქმედი თანამშრომელია, თუმცა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დუმილის რეჟიმშია გადასული.

აზერბაიჯანემლა ჟურნალისტმა ერთი გამტაცებელი "შაბათის ეთერთან" ამოიცნო. ჟურნალისტმა ხელი კონტრდაზვერვის უფროსს გიორგი ტრაპაიძეს დაადო.

 

მსგავსი სიახლეები