ვახტანგ გომელაურს აფგან მუხთარლის გატაცება ციხის ფასად უნდა დაუჯდეს - ნიკა მელია

03.10.22 13:21
ვახტანგ გომელაურს აფგან მუხთარლის გატაცება ციხის ფასად უნდა დაუჯდეს - ნიკა მელია

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია "ტვ პირველთან" ამბობს, რომ ვახტანგ გომალაურს აზერბაიჯენელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის გატაცების ფაქტი "ციხის ფასად" უნდა დაუჯდეს. 

მელია აცხადებს, რომ მძიმე სასჯელისთვის სუს-ის მაღალჩინოსნები და ის რიგითი თანამშრომლებიც უნდა მოემზადონ, რომლებიც უკანონო დავალებებს ასრულებდნენ. 

ჩვენი, პოლიტიკოსების, მოქალაქეების, ყვალეს ღირსების საკითხია, გააგრძელებს თუ არა ვახტანგ გომალაური შინაგან საქმეთა მინისტრად მუშაობას?! იქნება ეს ადამიანი დაკავებული ადრე თუ გვიან, თუ არ იქნება?! 

ბატონმა გომელაურმა უნდა იცოდეს, რომ ის აუცილებლად დაისჯება დემოკრატიული წეს-წყობილების მიერ, სადაც სამართალი სამართლიანი იქნება. გომელაური და მისი ხელქვეითები, რომლებიც ბედავენ დედაქალაქის შუაგულიდან აზერბაიჯანელი ჟურნალისტი გაიტაცონ, აუცილებლად უნდა ემზადებოდნენ მძიმე სასჯელისთვის. სხვაგვარად ჩვენ დემოკრატიულ სახელმწიფოს ვერ ავაშენებთ. 

რუსულმა ოცნებამ რაც ამ 10 წლის განმავლობაში დანაშაულები ჩაიდინა, პასუხი არ უნდა აგოს?! დიახაც, ციხის ფასად უნდა დაუჯდეს ბატონ გომელაურს ეს ყველაფერი, რომ არავინ მომავალ ხელისუფლებაში, ადამიანის გატაცება თავში აზრდაც კი არ გაივლოს"- თქვა ნიკა მელიამ. 

გატაცებიდან 5 წლის შემდეგ, აფგან მუხთარლიმ "შაბათის ეთერთან" ის ადამიანები ამოიცნო, ვინც ის თბილისიდან გაიტაცა და აზერბაიჯანელ სამართალდამცავებს გადასცა. 

გამოძიბელემა ჟურნალისტებმა საიდუმლო სპეროციაშიი მონაწილე ოთხი გვარი დაადგინეს, აქიდან  მინიმუმ ორი სუსის მოქმედი თანამშრომელია, თუმცა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დუმილის რეჟიმშია გადასული.

აზერბაიჯანემლა ჟურნალისტმა ერთი გამტაცებელი "შაბათის ეთერთან" ამოიცნო. ჟურნალისტმა ხელი კონტრდაზვერვის უფროსს გიორგი ტრაპაიძეს დაადო.

ცნობისთვის, სოსო გოგაშვილის ინფორმაციით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი მარნეულიდან უნდა გაეტაცებინათ, სპეცოპერაციის ჩატარება კი ვახტანგ გომელაურმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უფროსს ოთარ კუპრაშვილს დაავალა, თუმცა სუს-ის მაღალჩინოსანმა გეგმას გადაუხვია და ჟურნალისტი თბილისიდან გაიტაცეს და ბევრი კვალიც დატოვეს. 

მსგავსი სიახლეები