მხოლოდ მუსიკას ადებენ ფონად, სხვა არგუმენტი აღარ დარჩათ - დავითულიანი "შაბათის ეთერის" გამოძიებაზე
მუსიკას რომ ადებენ ფონად, ამის მეტი არგუმენტი აღარ დარჩათ - ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" დეპუტატი, ბექა დავითულიანი "შაბათის ეთერის" ჟურნალისტურ გამოძიებას, სადაც აფგან მუხთარლიმ ის მაღალჩინოსანი ამოიცნო, ვინც თბილისიდან გაიტაცა
"ტვ პირველი" გადაიქცა "შაბათის შოუდ", დაწეროს (გოგაშვილმა) ვინ სად, როდის, როგორ?! მუსიკას რომ ადებენ ფონად, ამის მეტი არგუმენტი აღარ დარჩათ. ყველგან ამბობთ, რა ტრაგედიაც ხდება ქვეყანაში, ყველაფერთან დაკავშირებულია ან ქართული ოცნება, ან ბიძინა ივანიშვილის ოჯახი და ასე შემდეგ. ყველაფერზე დადასტურდა, რომ არის სისულელე და სისულელეზე რატომ უნდა გავაკეთო კომენტარი?! "- თქვა დეპუტატმა.
შეგახსენებთ, გამოძიბელემა ჟურნალისტებმა საიდუმლო სპეროციაშიი მონაწილე ოთხი გვარი დაადგინეს, აქიდან მინიმუმ ორი სუსის მოქმედი თანამშრომელია, თუმცა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დუმილის რეჟიმშია გადასული.
აზერბაიჯანემლა ჟურნალისტმა ერთი გამტაცებელი "შაბათის ეთერთან" ამოიცნო. ჟურნალისტმა ხელი კონტრდაზვერვის უფროსს გიორგი ტრაპაიძეს დაადო.
ცნობისთვის, სოსო გოგაშვილის ინფორმაციით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი მარნეულიდან უნდა გაეტაცებინათ, სპეცოპერაციის ჩატარება კი ვახტანგ გომელაურმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უფროსს ოთარ კუპრაშვილს დაავალა, თუმცა სუს-ის მაღალჩინოსანმა გეგმას გადაუხვია და ჟურნალისტი თბილისიდან გაიტაცეს და ბევრი კვალიც დატოვეს.