მოვიქცეთ, როგორც ზრდასრული ადამიანი - ნაცვლიშვილი ელისაშვილს
"ლელოს" ლიდერი ანა ნაცვლიშვილი, "მოქალაქეების" თავმჯდომარეს უპირისპირდება. ნაცვლიშვილი ელისაშვილს იმ განცხადების გამო აკრიტიკებს, რომლის მიხედვიდაც ნიკა მელია საკუთარ გადაწყვეტილებაში გაიჭედა.
,,ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი აღნიშნავს, რომ ნიკა მელიას მიზანი ქვეყნის წინსვლის მხარდაჭერაა და ამ ჭრილში ,,მოქალაქეების" ლიდერის კომენტარები არასერიოზულია.
ნაცვლიშვილი ელისაშვილს მოუწოდებს, ზრდასრული ადამიანივით მოიქცეს.
მოვიქცეთ, როგორც ზრდასრული ადამიანი! ნურც ჩვენს თანამოქალაქეებს, ნურც ევროკავშირს ვათქმევინებთ, რომ ამათი მარტო დატოვება არ შეიძლება, იმდენად არასერიოზული ხალხია. ჩვენი და ასევე ნიკა მელიას მიზანი ის არის, რომ ქვეყანამ წინ იაროს - ამბობს ,,ლელოს" ლიდერი.
ელისაშვილის განცხადების შეფასება ჩემი ინეტერესის სფეროში არ შედის - აცხადებს ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრი, თინა ბოკუჩავა.
ელისაშვილის განცხადებების შეფასება ჩემი ინტერესის სფეროში ნამდვილად არ შედის. საზოგადოებისთვის ცხადია, მისი მოქმედებების მოტივაცია რა იყო და არა არის - აცხადებს თინა ბოკუცავა.
პარტია ,,მოქალაქეების" ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა, დღეს განაცხადა, რომ ,,ნიკა მელია ერთგვარად გაიჭედა"