"სხვისი პრაქტიკის გამოყენება ვერ იმუშავებს" - აშშ-ს ელჩი დეოლიგარქიზაციის კანონზე

05.10.22 13:14
"სხვისი პრაქტიკის გამოყენება ვერ იმუშავებს" - აშშ-ს ელჩი  დეოლიგარქიზაციის კანონზე

აშშ-ს ელჩსა და შალვა პაპუაშვილს შორის პარლამენტში შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა. შეხვედრის შემდეგ კელი დეგნანმა პირდაპირ თქვა, რომ დეოლიგარქიზაციის კანონი ქვეყანაში არსებული რეალობის გათვალისწინებით უნდა დაიწეროს და მისი რომელიმე სხვა ქვეყნის კანონიდან თარგმნა არასწორია.

აშშ-ის ელჩის თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა ადამიანების გავლენა ეკონომიკასა და პოლიტიკაზე შესუსტდეს და ეს მიდგომა პოლიტიკურმა სპექტრმა ერთობლივად უნდა შეცვალოს.

დეოლიგარქიზაცია გულისხმობს  არასათანადო გავლენის აღმოფხვრას პოლიტიკურ, თუ ეკონომიკურ პროცესებზე, იქნება ეს ფულით, ფინანსურად, თუ სხვა გავლენებით. ეს პრობლემა ყველა ქვეყანაშია, მათ შორის, ჩემს ქვეყანაშიც.

ყველა ქვეყანა ეძებს გზებს მის გადასაჭრელად. ვთვლი, რომ სხვისი პრაქტიკის გამოყენება ადგილობრივ გარემოებებზე მორგების გარეშე ვერ იმუშავებს საფუძვლიანად, რადგან თითოეულ ქვეყანას თავის კონტექსტი აქვს, - განაცხადა კელი დეგნანმა. 

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის ელჩი დღეს საკანონმდებლო ორგანოში პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა. მას შემდეგ, რაც "ქართული ოცნება" კიდევ ხუთმა დეპუტატმა დატოვა და პარლამენტში ანტიამერიკული ფლანგი  გაძლიერდა, ეს კელი დეგნანის და შალვა პაპუაშვილის პირველი მოალაპარაკებები იყო. 

მსგავსი სიახლეები