"ივანიშვილი ოლიგარქი არასდროს ყოფილა" - "ოცნება" აშშ-ს მოთხოვნის შესრულებაზე უარს აცხადებს
ივანიშვილის გადასარჩენად ხელსუფლება ყველაფერზე მიდის. "ქართული ოცნება" აშშ-ს მოთხოვნის შესრულებაზე უარს აცხადებს და პირდაპირ ამბობს, რომ დეოლიგარქიზაციის კანონი ივანიშვილს არ უნდა შეეხოს.
არსებობს მეორე ვერსიაც, რომლის თანხმადაც, თუ ხელისუფლება და ოპოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, კანონი დეოლიგარქიზაციის შესახებ საერთოდ უგულებელყოფილი იქნება.
პოლიტიკაშიც აქვთ ერთი ხელი, მეორე ხელით ტელევიზიას აფინანსებენ - კლასიკურად ჯდებიან იმ ოლიგარქის განმარტებაში. ბატონი ივანიშვილი არასდროს ყოფილა ოლიგარქი. ის ყოველთვის იყო ქველმოქმედი, ის ყოველთვის იყო ჩვენი სახელმწიფოს მეგობარი და რამდენიმე წლის წინ მან თქვა, რომ ‘მე საჯაროდ ვემიჯნები პოლიტიკას“ და მათ შორის, ტელევიზიაც, რომელიც ჰქონდა და უფლება ჰქონდა, საერთოდ გადასცა და აჩუქა. ასე რომ, ნუ აურევთ ერთმანეთში, - თქვა "ქართული ოცნების" წევრმა, ირაკლი ზარქუამ.
სახელისუფლებო გუნდს არ ესმის, რატომ უნდა დაიწუნოს დეოლიგაქრიზაციის შესახებ უკრაინული კანონის ანალოგი ევროკავშირმა, როცა ერთხელ მან ის უკვე მოიწონა.
პერსონებზე დარდობენ და ამ სიზმრებში წვალობენ ჩვენი „ძვირფასი“ რადიკალური ოპოზიციონერები და ვერაფრით ვერ გაიგეს, როგორ დაწერონ ისეთნაირად, რომ ამ კნაონში მხოლოდ ერთი ადმაიანი სახელი და გვარი იყოს- ბიძინა ივანიშვილი. ვერ დავუხატავთ ახლა ჩვენ მაგ საქმეს პირდაპირი და გატანითი მნიშვნელობით. თუ არც ის უნდათ და არც ეს უნდათ, იმ თავის ავ სიზმრებში იბორგონ და განახორციელონ თავის ეს ავი ოცნებები. თუ კანონი მოწონებულია ევროკავშირის მიერ კანდიდატ ტრიოს სახელმწიფოს ერთ-ერთი პარლამენტის მიერ მიღებული, მაშინ რატომ უნდა იყოს ეს დაწუნებული მეორე კანდიდატი ქვეყნისთვის, გაუგებარია,- ამბობს მმართველი გნდის წევრი ბექა ოდიშარია.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის ელჩი დღეს საკანონმდებლო ორგანოში პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა. მას შემდეგ, რაც "ქართული ოცნება" კიდევ ხუთმა დეპუტატმა დატოვა და პარლამენტში ანტიამერიკული ფლანგი გაძლიერდა, ეს კელი დეგნანის და შალვა პაპუაშვილის პირველი მოალაპარაკებები იყო.
შეხვედრიდან გამოსვლისას კელი დეგნანმა პირდაპირ თქვა, რომ დეოლიგარქიზაციის კანონი ქვეყანაში არსებული რეალობის გათვალისწინებით უნდა დაიწეროს და მისი რომელიმე სხვა ქვეყნის კანონიდან თარგმნა არასწორია.