თუ კავშირი არ გაქვთ ივანიშვილთან, მის კერძო დავაზე კომენტარებს რატომ აკეთებთ - სამადაშვილი ,,ოცნებას"

05.10.22 15:46
 თუ კავშირი არ გაქვთ ივანიშვილთან, მის კერძო დავაზე კომენტარებს რატომ აკეთებთ  -  სამადაშვილი ,,ოცნებას"

ფრაქცია ,,ლელოს" წევრი, სალომე სამადაშვილი, აცხადებს, რომ ,,ქართული ოცნება" და მისი ახლად შექმნილი დანაყოფი, საზოგადოებრივი მოძრაობა ,,ხალხის ხმა", ბიძინა ივანიშვილის ფინანსური ინტერესების დასაცავად იღწვიან.

,,ქართული ოცნება" და მისი ახალი ქვედანაყოფი, რომელიც შეიქმნა, ბიძინა ივანიშვილს სჭირდება საკუთარი ფინანსური ინტერესების დასაცავად, ანუ, მას ფაქტიურად, მძევლად ჰყავს აყვანილი ჩვენი ქვეყანა. 

ერთი შეკითხვა მაქვს ,,ოცნების" წარმომადგენლებთან: თუ ბიძინა ივანიშვილს მათთან არაფერი შეხება არ აქვს და ის პოლიტიკურ პროცესებზე არანაირ ზეგავლენას არ ახდენს, რატომ თვლის საჭიროდ პოლიტიკური პარტია და მისი წარმომადგენლები, კომენტარები აკეთონ კერძო პირის კერძო ორგანიზაციასთან დავასთან დაკავშირებით?! - ამბობს სალომე სამადაშვილი.

,,ქართული ოცნება" ბიძინა ივანიშვილის ქონების დასაცავად კვლავ ერთიანდება და შვეიცარიულ ბანკს აკრიტიკებს.

მსგავსი სიახლეები