პირადად გვარამია მოითხოვდა დეგნანის საქართველოდან გაძევებას, ეს არის პიროვნული თავდასხმა - გია ვოლსკი
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, "ელჩ დეგნანზე პირადი თავდასხმები შემაშფოთებელი იყო, "ქართულ ოცნებაში" შეფასებები უკვე მოჰყვა.
მმართველი პარტია ხელს ოპოზიციისა და ტელემენეჯერისკენ იშვერს და ამბობს, რომ "მთავარი არხის" ხელმძღვანელი, ნიკა გვარამია. იყო ის პირი. ვინც ელჩის "ქვეყნიდან გაძევებას" ითხოვდა.
პერსონალური თავდასხმები მე მახსოვს კონკრეტული პოლიტიკოსების მხრიდან, პირადად ნიკა გვარამია კელი დეგნანის სახელმწიფოდან გაძევებას მოითხოვდა. ეს არის პიროვნული თავდასხმა. როცა გარკვეულ საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობა არსებობს, მათ შორის, შენი სტრატეგიული მეგობარი ქვეყნის წარმომადგენელთან, ეს არანაირად არ შეიძლება, განვიხილოთ როგორც პიროვნული თავდასხმა“, - განაცხადა ვოლსკიმ.