ხარაგაულში ოპოზიციაზე თავდასხმისა და არეულობის ორგანიზატორი მანანა ბარბაქაძე იყო
"პირველების" ინფორმაციით, ხარაგაულში ოპოზიციაზე თავდასხმისა და არეულობის ორგანიზატორი მანანა ბარბაქაძე იყო. ირკვევა, რომ დღეს ხარაგაულში "ოცნების" აქტივისტები სწორედ მან შეკრიბა.
მანანა ბარბაქაძე ის ჩინოვნიკია, რომელმაც საკრებულოს ოფიცილური გვერდიდან პრეზიდენტი ზურაბიშვილი დაწყევლა.
"ქართული ოცნების" აქტივისტები და ხარაგაულის საკრებულოს წევრები "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერს, ლევან ხაბეიშვილს, ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ადგილზე მიგზავნილები ხაბეიშვილის საკრებულოდან გაძევებას ცდილობენ.
ხებეიშვილი ხარაგაულში მას შემდეგ ჩავიდა, რაც ცნობილი გახდა, რომ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ოჯახს სოციალური დახმარება დაუნიშნეს.